Euphoria-ს თიზერი გამოვიდა — ყველაფერი, რაც მე-3 სეზონის შესახებ ვიცით
ფოტო: Eddy Chen/HBO
Euphoria-ს მე-2 სეზონის გამოსვლის შემდეგ უკვე 3 წელზე მეტი გავიდა და როგორც იქნა, მე-3 სეზონის შესახებაც გავიგეთ ინფორმაცია.
HBO-ს სერიალი, რომელიც სემ ლევინსონის შექმნილია, პირველად 2019 წელს ვიხილეთ, თუმცა მე-2 სეზონმა პოპულარობის ახალ მწვერვალებს მიაღწია. 2022 წელს ყოველ კვირას, ყოველი ახალი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, სოციალური ქსელები სავსე იყო სერიალის განხილვით, თეორიების შედგენითა და მიმების გაზიარებით. მე-2 სეზონის ფინალის გამოსვლამდე, როგორც X-მა (ყოფილმა Twitter-მა) დაადასტურა, Euphoria ბოლო ათწლეულის განმავლობაში პლატფორმის ყველაზე მეტად განხილვადი სერიალი გახდა.
როდის ვიხილავთ Euphoria-ს მე-3 სეზონს?
HBO-მ გაამხილა, რომ სერიალის მე-3 სეზონი 2026 წლის აპრილში გამოვა. ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ახალ ეპიზოდებს კვირა დღეს ვიხილავთ ხოლმე.
თარიღის გამოცხადებასთან ერთად, HBO-მ პერსონაჟების ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა:
რუ
ფოტო: HBO
ჯულსი
ფოტო: HBO
ლექსი
ფოტო: HBO
მედი
ფოტო: HBO
ნეითი
ფოტო: HBO
ქესი
ფოტო: HBO
რა მოხდება Euphoria-ს მე-3 სეზონში?
სემ ლევინსონმა მაყურებელს გაუმხილა, რომ მე-3 სეზონში მოქმედება მე-2 სეზონის დასასრულიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება. რაც შეეხება პერსონაჟებს, მათი ახალი ცხოვრების შესახებ პატარა დეტალები უკვე ვიცით: ქესი და ნეითი დანიშნულები არიან და ქალაქის გარეუბანში ცხოვრობენ, ჯულსი სამხატვრო სკოლაში სწავლობს, მედი და ლექსი კი ჰოლივუდში მოღვაწეობენ. რაც შეეხება რუს, როგორც ჩანს, მისი საქმე ცუდადაა. ის ჯერ კიდევ ვალშია ნარკოტიკებით მოვაჭრე ლორისთან და ამ ვალის გადასახდელად მექსიკაში მიემგზავრება. როგორც მე-3 სეზონის თიზერში ვხედავთ, რუს წინ რთული გზა ელის.
HBO-მ 2026 წლის პროექტებისთვის საერთო თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც Euphoria-ს ახალ კადრებსაც იხილავთ:
ვის ვიხილავთ შემდეგ სეზონში?
ოფიციალურად დადასტურდა, რომ Euphoria-ს მთავარი შემადგენლობა მესამე სეზონისთვის კვლავ დაბრუნდება. მათ შორის არიან:
- ზენდეია, როგორც რუ
- ჰანტერ შეფერი, როგორც ჯულსი
- მოდ აპატოუ, როგორც ლექსი
- სიდნი სვინი, როგორც ქესი
- ალექსა დემი, როგორც მედი
- ჯეიკობ ელორდი, როგორც ნეითი
- ერიკ დეინი, როგორც კალი
- მართა კელი, როგორც ლორი
- ქლოე ჩერი, როგორც ფეი
- კოლმან დომინგო, როგორც ალი
ვის ვერ ვიხილავთ?
რაც შეეხება იმას, თუ ვის ვერ ვიხილავთ შემდეგ სეზონში, ერთ-ერთი ასეთი მსახიობი ანგუს კლაუდია, რომელიც სერიალში ფეზკოს როლს ასრულებდა, თუმცა, სამწუხაროდ, 2023 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას Euphoria-ს მსახიობები სოციალურ ქსელებში ემოციური პოსტებით გამოეხმაურნენ.
მე-3 სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს სტორმ რეიდი, რომელიც ჯიას, რუს უმცროსი დის როლს თამაშობდა. მსახიობმა მაყურებელს მიმართა:
სამუდამოდ მადლიერი ვარ, რომ ამ კულტურული ფენომენის ნაწილი ვიყავი. სულმოუთქმელად ველი, მესამე სეზონი რას გვიმზადებს
2022 წელს შოუ დატოვა ბარბი ფერეირამაც, რომელიც საკუთარ პერსონაჟ კეტ ჰერნანდეზს ემოციურად გამოემშვიდობა.
ფოტო: HBO
რატომ გაიწელა მე-3 სეზონის გამოსვლა?
ცნობილია, რომ მე-3 სეზონზე მუშაობა 2025 წლის 10 თებერვალს დაიწყო, მაშინ, როცა თავდაპირველი ცნობებით სეზონი 2024 წელს უნდა გამოსულიყო.
ამ დაგვიანების პირველი მიზეზი ჰოლივუდის გაფიცვებია, რაც არა მხოლოდ Euphoria-ს, არამედ სხვა მრავალ ფილმსა და სერიალს შეეხო. სავარაუდოა, რომ შოუზე მუშაობა ანგუს კლაუდის გარდაცვალებამაც შეაფერხა. გადაღებებისთვის დაბრკოლებას მსახიობების განრიგებიც წარმოადგენდა, რადგან სერიალის ბევრი მსახიობი უკვე ჰოლივუდის ვარსკვლავია და Euphoria-ს სეზონებს შორის მრავალ სხვა ფილმსა და პროექტში იღებენ მონაწილეობას, რაც ართულებს საერთო თავისუფალი დროის გამონახვას HBO-ს სერიალის გადასაღებად.
ამ ყველაფერთან ერთად, მსახიობმა კოლმან დომინგომ განაცხადა, რომ სეზონის დაგვიანებაზე თავად სემ ლევინსონმაც იმოქმედა: "სემი ისეთი ადამიანია, რომელიც წერს, თავიდან წერს, წერს და ისევ თავიდან წერს, რადგან უნდა, რომ რაც მნიშვნელოვანია, სწორად გააკეთოს. მას სურს, რომ მესამე სეზონში კარგად გადმოსცეს, ვინ ვართ და როგორია ჩვენი სულები".
ფოტო: HBO
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები