ილია თოფურია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ
ესპანური გაზეთი "მარკა" UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებას ავრცელებს. თოფურიას განცხადებით, მას "ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებით" აშანტაჟებენ და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს. ცნობისთვის, ილია თოფურიას განქორწინებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა აქვს.
"როგორც იცით, ბოლო კვირების განმავლობაში დროებით მომიწია ტიტულის დაცვაზე უარის თქმა. რაც, როგორც წარმოგიდგენიათ, ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მაგრამ როდესაც ცხოვრება გიქმნის სიტუაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიმშვიდეს, შენს ოჯახს და რეპუტაციას, დგება დრო, როდესაც უნდა გადადგა ნაბიჯი წინ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე განვიცადე აუტანელი სიტუაციები და ზეწოლა მუქარით, რომ თუ ფულს არ გადავიხდიდი, გავრცელდებოდა უსაფუძვლო ბრალდებები [ჩემი მხრიდან] არასათანადო მოპყრობის შესახებ, მაგრამ სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს: ფაქტები.
ყველა მათგანი [მუქარები] იდეალურად არის დოკუმენტირებული — აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები, ჩვენებები და ვიდეოები — და ხელმისაწვდომია სასამართლოებისთვის, რათა იურიდიულად გააგრძელონ არა მხოლოდ გამოძალვის მცდელობის, არამედ მტკიცებულებების გაყალბების და ქურდობის შემთხვევების გამოძიებაც კი, მიღებულ მუქარებთან ერთად.
ვცადე ჩუმად ვყოფილიყავი, რათა დამეცვა ჩემი შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების საყრდენები არიან, მაგრამ მივხვდი, რომ ჩუმად ყოფნა აღარ ნიშნავს დაცვას: ეს ტყუილს ზრდის საშუალებას აძლევს.
ბევრმა ადამიანმა გაიარა მსგავსი სიტუაციები და სამართალმა, ადრე თუ გვიან, ყოველთვის გაიმარჯვა. დღეს ჩემი ჯერია, წინ დავდგე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ უნდა დაემორჩილოს ზეწოლას, მანიპულაციას ან შიშს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს გამომიყენებია ძალადობა ვინმეს მიმართ და რომ ჩემი ღირებულებები ყოველთვის იყო პატივისცემა, დისციპლინა და პატიოსნება.
დღეს ჩემი ჯერია, წინ წავიდე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ არ უნდა დანებდეს ზეწოლას, მანიპულირებას ან შიშს.
ამ ნაბიჯს ვდგამ ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ყველა მათთვის, ვისაც სჭირდება ნახოს, რომ სიმართლე ქმედებებით არის დაცული. მე სრული რწმენა მაქვს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და ყველაფერს, რაც განმიცდია, მის ხელში ვაბარებ.
როგორც გესმით, ჩემი შვილებისა და სამართლებრივი პროცესის პატივისცემის გამო, დამატებით განცხადებებს აღარ გავაკეთებ. უბრალოდ გთხოვთ, რომ ამ რთულ დროს არ იყოს სპეკულაციები და პატივი ეცით ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას, ეს ისაა რასაც ყოველთვის აკეთებდით და რისთვისაც ღრმად მადლიერი ვარ.
ჩემს სიმართლეს არ სჭირდება ყვირილი; ის უბრალოდ უნდა მოისმინონ," — ვკითხულობთ თოფურიას განცხადებაში. (თარგმანი ნეტგაზეთი)
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ილია თოფურია ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია. 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ხოლო 2025 წლის 28 ივნისს, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ილია თოფურია პირველი მებრძოლია ისტორიაში, რომელმაც UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი ისე მოიპოვა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები