საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა
საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ბრძანებაში, რომელსაც ხელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II აწერს, წერია, რომ მას მღვდელმსახურება "საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის" შეუჩერდა.
"ბრძანება N 105
სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
(15.12.2025)
თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი", — წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე მან განაცხადა, ის სამშაბათს, 14:00 საათზე საპატრიარქოს კომისიაზე კიდევ დაიბარეს.
"ბრალდება არის ასეთი, რომ თითქოს მე ეპისკოპოსებს, კომისიის წევრებს მივაყენე შეურაცხყოფა და ცილი დავწამე. ამიტომ, იმავე კომისიაში ვარ დაბარებული, რომელ კომისიასაც, მათი თქმით, მე ცილი დავწამე და შეურაცხყოფა მივაყენე. ასეთი რამ არცერთ კანონში არ წერია, რომ ადამიანი დაიბარო იმ კომისიაზე, რომლის მიმართ პრეტენზია აქვს. თუ მე ცილი დავწამე ამ კომისიას, ამ კომისიამ რატომ უნდა დამიბაროს. პირიქით, ამ კომისიის წევრები ჩემთან ერთად უნდა დაიბაროს სინოდმა ან სინოდალურმა კომისიამ, მაგრამ როგორც წინაზეც გითხარით, პატრიარქის მოსაყდრე შიომ, [ანდრია] ჯაღმაიძემ, [მიქაელ] ბოტკოველმა საქართველოში გააუქმეს სინოდი და სამართალი არ არსებობს. ეს უსამართლობა არის რჯულის კანონითაც", — განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კომისიის უგულებელყოფა, შეურაცხყოფა და საპატრიარქოს კომისიაზ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა დაასახელა. ასევე, კომისიამ "დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არქიმანდრიტი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერსაც დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, თუმცა "არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა." ამის შემდეგ მან "მკაცრი გაფრთხილება მიიღო, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა" — მოთხოვნაზე კომისიამ უარი განაცხადა. არქიმანდრიტი კი კვლავ არ დაესწრო სხდომას.
- მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლება მოითხოვა
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი
- სალომე ზურაბიშვილი: ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ვებრძვი მას, ვინც საქართველოს იტაცებს და იმას, ვინც საქართველოს ეკლესია მიიტაცა
- არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომას არ ესწრება
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: რუსთაველის პროსპექტი არის საოცრება, გამოდით, იქ საოცარი ხალხი დგას
- საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება მისცა
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს
- დოროთე ყურაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი. გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდობას ადინეს იყოს ბოლო.
- ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულებით და არა პატრიარქის კურთხევით
- დოროთე ყურაშვილი: გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები