2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ
ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგებათ პირებს, რომლებსაც ეს უფლება ალკოჰოლური/ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებისთვის, შემთხვევის ადგილის მიტოვების ან (მართვის მოწმობის) ქულები გაუნულდათ გამო ჩამოერთვათ. ასევე მათ მართვის მოწმობაზე 100 ქულის მიენიჭებათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილება დღეს საბოლოოდ დაამტკიცა
"ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 273-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაული, ერთჯერადად აღუდგეს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება. დასახელებული მუხლი განსაზღვრავს უფლების აღდგენისთვის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, ამასთან სასამართლო უფლებამოსილი იქნება აღნიშნული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე," — ვკითხულობთ კანონპროექტში.
მართვის მოწმობების დაბრუნებასთან ერთად ოცნების პარლამენტი კანონს ამკაცრებს — ამის შემდეგ, თუ პირს აღნიშნული მიზეზების გამო მეორედ ჩამოერთვა მართვის მოწმობა, ის ვეღარ შეძლებს მის დაბრუნებას ფულადი ჯარიმის გადახდით ან მართვის მოწმობის გამოცდის თავიდან ჩაბარებით.
გორდულაძემ დააკონკრეტა, რომ ალკოჰოლური თრობის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობები 1-ელი თებერვლიდან დაუბრუნდებათ. მცირე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა/გამოყენების გამო ჩამორთმეული პირები ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ 1-ელი იანვრიდან შეძლებენ მართვის უფლების დაბრუნებას.
"თუ ისინი კვალავ ჩაიდენენ იგივე დარღვევას, მათთვის კანონი იქნება მკაცრად განსაზღვრული. ამავდროულად, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ თუ პირს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და გავა ჩამორთმევის ვადის ნახევარი, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გადაიხადოს კონკრეტულო თანხა, ან მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და აიღოს მართვის მოწმობა. ეს ჩანაწერები უქმდება. შესაბამისად, 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ წარმოდგენილი ინიციატივები. ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის, ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1-ელი იანვრიდან, აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში, 1-ელი თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თუ ისინი დინამიკურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა," — განაცხადა გორდულაძემ.
მართვის მოწმობის უფლების დაბრუნება არ ეხებათ იმ პირებს, რომელთაც გამოიწვიეს ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც პირი დაშავდა/გარდაიცვალა.
გორდულაძის განმარტებით, კანონპროექტში აღნიშნული ცვლილებების მიზანია "ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ მართვის მოწმობები, ამავდროულად დაფიქრდნენ, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია. ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ მართვის მოწმობის მიღების საშუალება და საპატრულოს ხელმძღვანელს აღარ ექნება უფლება, რომ მიმართვის შედეგად, შესაბამისი შეზღუდვა მოხსნას და მართვის მოწმობა დაუბრუნოს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები