დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ხელმძღვანელს, ჯონათან ნეშს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ MCC-ის ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ბლაუ, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და კორპორაციის სხვა პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით პრიორიტეტული - განათლების რეფორმის მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობას გაწეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო, რომელი განათლების სფეროს განვითარებისთვისაა განკუთვნილი. გრანტის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აგრეთვე, ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM).
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იმ გარემოება, რომ კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელია ამერიკული განათლების მიღება. საუბარია სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების საქართველოში დანერგვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი საქართველოში იღებს იმავე მაღალი ხარისხის ცოდნას, როგორც მიიღებდა სან-დიეგოს უნივერსიტეტში, თუმცა ბევრად ნაკლებ ფასად.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის სამომავლოდ გაგრძელდება და უფრო მეტად ნაყოფიერი და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები