"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია" — რაზე ისაუბრა MI6-ის შეფმა, ბლეიზ მეტრეველმა პირველი სიტყვით გამოსვლისას?
ბრიტანული დაზვერვის, MI6-ის შეფმა, ბლეიზ მეტრეველმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთის მხრიდან სისტემატურ ქაოსზე ისაუბრა და დასძინა, რომ სანამ ვლადიმერ პუტინი იძულებული არ გახდება, ის მანამდე რიტორიკას არ შეცვლის.
MI6-ის შეფმა, როგორც გუშინ The Guardian წერდა, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და თქვა, რომ პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.
"ჩვენ ყველანი კვლავ ვდგავართ აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული რუსეთის საფრთხის წინაშე, რომელიც ცდილობს უკრაინის დამორჩილებას და NATO-ს შევიწროებას. ჩემთვის შემზარავია, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯებისა და პატივისცემის მოპოვების მიერ კომპრომეტირებული სურვილის გამო. ის აჭიანურებს მოლაპარაკებებს და ომის სიმძიმეს საკუთარ მოსახლეობას აკისრებს. თუმცა, პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. გამომფიტავი ომის პარალელურად, რუსეთის გვცდის "ნაცრისფერ ზონაში" ისეთი ტაქტიკებით, რომლებიც ომის ზღვარს მცირედით ჩამოუვარდება. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ მათი მცდელობები შიშის დათესვისა და მანიპულაციის კუთხით, რადგან ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება. ვგულისხმობ კიბერშეტევებს, დრონებს, აგრესიულ ქმედებებს ჩვენს წყლებში — როგორც ზედაპირზე, ისე სიღრმეში. სახელმწიფოს მიერ მართულ საბოტაჟსა და განზრახ ხანძრებს, პროპაგანდასა და ზეგავლენის ოპერაციებს, რომლებიც აღრმავებენ და სათავისოდ იყენებენ საზოგადოებაში არსებულ ბზარებს. ქაოსის ექსპორტი საერთაშორისო ურთიერთობებისადმი რუსული მიდგომის მახასიათებელია და არა ტექნიკური ხარვეზი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ იქნება იძულებული, შეცვალოს საკუთარი კალკულაციები. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტები და დრონები ბრწყინვალეა მასშტაბური წარმოებისთვის, თუმცა გამანადგურებელია ბრძოლის ველზე. აღმოჩენებმა, რომლებიც დაავადებებს კურნავს, შესაძლოა ახალი იარაღის შექმნასაც შეუწყოს ხელი. და სანამ სახელმწიფოები ტექნოლოგიური უპირატესობისთვის იბრძვიან, ან როდესაც ცალკეული ალგორითმები სახელმწიფოებზე მძლავრი ხდება, ეს ჰიპერ-პერსონალიზებული ინსტრუმენტები შესაძლოა კონფლიქტისა და კონტროლის ახალ ვექტორად იქცეს," — განაცხადა მეტრეველმა. (თარგმანი ნეტგაზეთი)
მანამდე, The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ბლეიზ მეტრეველის სიტყვის გამოსვლის დეტალებზე წერდა.
47 წლის ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2025 წლის ივნისში დაინიშნა და ამ პოსტზე მან სერ რიჩარდ მური შეცვალა. მანამდე მეტრეველი სხვა დირექტორის დონის თანამდებობებს იკავებდა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში (MI6), შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტო MI5-ში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები