მზია ამაღლობელს ევროპარლამენტში სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცა
დღეს, ევროპარლამენტში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ბელარუს პოლიტპატიმარ ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტის სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცათ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტი იმ ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. შემდეგ დასძინა, რომ "ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება".
ამაღლობელისთვის ევროპარლამენტის უმაღლესი პრიზის გადაცემის შესახებ 22 ოქტომბერ გახდა ცნობილი. პრემია ციხეში მყოფი ჟურნალისტების წარმომადგენლებს "ბათუმელების" ჟურნალისტს, ირმა დიმიტრიძეს და პოჩობუტის შვილს, იანა პოჩობუტს გადაეცათ. ირმა დემეტრაძემ ამაღლობელის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ევროპარლამენტში წაიკითხა:
"ძვირფასო ევროპარლამენტარებო.
ადამიანის უფლებების ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მიღება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა – მას ვიღებ ჩემი კოლეგების, იმ ჟურნალისტების სახელითაც, რომლებიც დღეს საქართველოში იბრძვიან ჟურნალისტიკის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის ხმა გაგაგონონ თქვენ.
ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და "ეჭვმიტანილები" არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში.
ეს ჯილდო იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა გესმით ევროპაში. ჩემმა ხალხმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ეს ხმა გაგეგოთ, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იდგა რუსეთი.
ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.
რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე ჩვენ მთელი ძალისხმევა, როგორც შეგვეძლო, სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართეთ.
არჩევნებში საკუთარი ხმის მნიშვნელობა დავინახეთ, კორუფციის გარეშე უმაღლესი განათლების გარემო შევქმენით, სასამართლოს, მედიის მიუკერძოებლობა მოვინდომეთ, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს ვალდებულებაზე და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ვმსჯელობდით.
ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები ისწავლა. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები.
ჩვენ ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებას და კულტურას თქვენთან, ევროპასთან.
ჩვენ სამსახურები, მეგობრები, საყვარელი ქალაქები აღმოვაჩინეთ და გავიჩინეთ ევროპაში.
დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია, უწყვეტად, ქუჩაში აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადებას. ეს განცხადება ნაკვერჩხალს ჰგავდა — საქართველო აალდა და მას შემდეგ ვიწვით.
ეს რეჟიმი დაუნდობელია: სცემს, წამლავს, აჯარიმებს, აპატიმრებს და აშანტაჟებს პროტესტის მონაწილეებს. ანადგურებს თავისუფალ ჟურნალისტიკას, აუქმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში ამწყვდევს მათ ლიდერებს, ფაქტობრივად აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი აგენტებად აცხადებს და როგორც ახლახან BBC-ს საგამოძიებო ფილმით შევიტყვეთ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით წამლავს მოქალაქეებს.
თუმცა პროტესტის ჩახშობა მაინც ვერ შეძლო. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირისგან ისეთი ცხადი მხარდაჭერის განცხადებები ისმის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მისამართით, როგორც არასდროს. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ.
ვისურვებდი ეს განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება, მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ, ყველაფერი ერთ რამემდე დადის: ახლა უკვე უდავოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მიემართება — ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე.
მალე შობას, ახალი წლის დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე?
ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობის და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული "მოჩვენებითი მშვიდობა" და "საზღვრები" უნდა მივიღოთ?
ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენებია უპირატესი და არა თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა? რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ, მაშინ როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს — ციხეებში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს?
ჩვენ აქ ვრჩებით, საქართველოში, ქალაქების ქუჩებში, სადაც უკვე აქციების გამართვაც იკრძალება, ციხეებში, სადაც უკანონოდ გამოგვკეტეს. და ჩვენ, ვინც რუსეთის საფრთხეს კარგად იცნობს, გეუბნებით, რომ თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს, რომ მოსკოვმა ცალმხრივად, თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ე.წ "სამშვიდობო შეთანხმება" და შეცვალოს საზღვრები, ცხადია, ეს იქნება დაუსრულებელი ომების ანონსი ამ მშვენიერ კონტინენტზე.
თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი — უძველესი და მცირე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი, დამოუკიდებელ სახელმწიფოები დარჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის, თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ მარტო, ეს იქნება გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა.
ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი – ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა.
იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის. იბრძოლეთ ისე, როგორც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებდით. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის," — წერს მზია ამაღლობელი ციხიდან. (ტექსტი ნეტგაზეთი)
სახაროვის პრემია "აზრის თავისუფლებისთვის" 1988 წელს დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ეს ჯილდო ენიჭებათ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. წარსულში ლაურეატებს შორის იყვნენ: ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი, ალექსეი ნავალნი, "უკრაინელი ხალხი" და ჯინა მაჰსა ამინი.
- "მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება" — ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებაზე
- მზია ამაღლობელი: "ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ამ პრიზს თავისად მიიჩნევს"
- სირცხვილი "ქართულ ოცნებას", რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს — ნატალი ლუაზო სახაროვის პრემიაზე
- ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ — მარტა კოსი სახაროვის პრემიაზე
- სალომე ზურაბიშვილი: "ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზის მინიჭებას, ეს გამარჯვება საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ მისი პირადი სიმამაცისა და თავდადებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისათვის, რომელიც მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს თავისუფლებისა და ღი
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები