დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება
დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, რომლის მთავარი თემაც საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებაა.
დებატებამდე ევროპარლამენტარებმა "ევროსკოპთან" კომენტარი გააკეთეს. ნატალი ლუაზოს განცხადებით, დღევანდელ დებატებზე BBC-ის გამოძიების შესახებაც ისაუბრებენ. მისი აზრით, გამოძიება დამოუკიდებელმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ საქართველოზე და იმაზე რაც აქ ხდება. რადგან რეპრესიები, დემოკრატიული უკუსვლა, ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა და რუსეთისკენ გადახრა, ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა არის ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ამიტომ, ძალიან კარგია რომ ვმართავთ დებატებს. ჩვენ ვიცით რომ ქართველი ხალხი იტანჯება იმით, რაც ქვეყანაში ხდება, ვიცით რომ ზოგიერთი ადამიანი ციხეშია . ჩვენ არ გვსურს ადამიანებს ციხეში უშვებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ისინი ხელისუფლებას ვერ მისცემენ უფლებას მოიპაროს ევროპული მომავალი. რაც შეეხება BBC — მე ვნახე გამოძიება, მე ვნახე ეჭვი ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ამის გამოძიება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს, რადგან მთავრობას და სამართალდამცავ ორგანოებს არ შეუძლიათ მათივე ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ," — განაცხადა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროსკოპთან საუბრისას.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ევროკავშირი ბოლო პერიოდში ვეღარ უჭერდა ქართველ ხალხს მხარს და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზით გადაცემით ევროპარლამენტმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისივე თქმით, მოსალოდნელი სანქციების საკითხი "მაგიდაზეა" და მალე ვიხილავთ ძვრებს.
"ბოლო თვეების მანძილზე, ევროკავშირი არც ისე ძლიერი იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლით დაებრუნებინათ დემოკრატია. ყოველ წელს, სახაროვის პრიზის გადაცემა არის სიგნალი იმისა, რა არის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის პრიორიტეტი. ამ გადაწყვეტილებით აღიარებულია ქართული ბრძოლა. ჩვენი მექანიზმები არ შეცვლილა. უნგრეთი შეიძლება ბლოკავს ევროკავშირის სანქციებს, მათ წინააღმდეგ ვინც რეპრესიებს უწყობს მოქალაქეებს, მაგრამ შეიძლება იყოს ორმხრივი სანქციები წევრი სახელმწიფოების დონეზე. ვფიქრობ, რომ კაია კალასი საუბრობს ამაზე მინისტრებთან და პრემიერმინისტრებთან საბჭოს დონეზე. ასე, რომ ეს საკითხი ისევ მაგიდაზე დევს. რა თქმა უნდა, ისევ არის საუბრები ვიზის რეჟიმთან დაკავშირებით კონკრეტული პირების წინააღმდეგ — ვფიქრობ, რომ კალასი და სხვები დახურულ კარს მიღმა ამას უჭერენ მხარს. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან მალე ძვრები იქნება," —განაცხადა გრეგოროვამა.
მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემას ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.
"ჩვენ ვდგავართ ქართველი დემოკრატების გვერდით, რომლებიც იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ჟურნალისტების გვერდით, ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის და საქართველო უნდა გათავისუფლდეს იმ ხალხისგან, ვინც ქართველ ერს წარსულში აბრუნებს — რუსული გავლენის ქვეშ, საბჭოთა სტილის მმართველობაში," — აცხადებს ევროპარლამენტარი.
ესპანელი ევროპარლამენტარის, ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ევროპარლამენტში BBC-ის გამოძიებასა და საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზეც ისაუბრებენ. მისი თქმით, სანქციები ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედების შეცვლაში დაეხმარებათ.
"ამ საკითხზე ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ. ეს არის BBC, ეს არ არის რიგითი ტელევიზია რომელიც აქტივიზმს ეწევა, ის ძალიან ცნობილი მედიასაშუალებაა, რომელმაც ჩაატარა საკმაოდ ღრმა გამოძიება. აშკარაა, რომ ყველაფერი მიუთითებს კამიტის გამოყენებაზე. ყალბი გამოძიება ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან არ არის რეალური გამოძიება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, მათ ეს გამოიყენეს. რადგან თუ ეს ასე არ არის, ძალიან მარტივია, აწარმოონ რეალური გამოძიება სამედიცინო დაკვირვებებით იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშავდნენ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ გამოძიება ასე აწარმოონ, არ გამოჰკითხონ და შეისწავლონ დაშავებულები, მაშინ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს ნივთიერება რეალურად გამოიყენეს და ეს არის კიდევ ერთი დონე რეპრესიებისა, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ ადამიანების დაკავებას სულელური ბრალდებებით და გზის გადაკეტვის გამო, ეს არის წმინდა აგრესია და ეს სრულიად ცდება ნებისმიერ კანონს.
ეს არის მკაფიო დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიოს სასამართლომ, თუ რეალური სასამართლო საერთოდ არის დარჩენილი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ჩვენ ვხედავთ არაავტორიზებული იარაღის გამოყენებას, ასე მოხდა სერბეთშიც სადაც აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს. ახლა კი ეს მოხდა საქართველოში. როცა მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყოს, ავტოკრატი ლიდერები იკრიბებიან, როგორც ჩანს ისინი ასეთ საზიზღარ რაღაცებს უზიარებენ ერთმანეთს და თქვენი ქვეყნის პრემიერის დასწრება, თითქმის ყველა ავტორიტარ მმართველთან. ჩვენ გვინდა სანქციები. სანქციები დაგვეხმარება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედების შეცვლაში. დებატების დროს ევროკომისარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენ გვინდა სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლახავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და მათ რეპრესიებს უწყობს", — ამბობს ევროპარლამენტარი "ტვ პირველთან" საუბრისას (კომენტარების თარგმანი "ტვ პირველი").
- ნაჩო სანჩეს ამორი: BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ
- დავით მათიკაშვილი: BBC-სგან ბოდიშს ველოდებით
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, ევროპარლამენტში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ბელარუს პოლიტპატიმარ ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტის სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები