თიბისი 33 წლისაა — თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
ფოტო: თიბისი
17 დეკემბერს თიბისი 33 წლის გახდა. სამი ათწლეულის განმავლობაში თიბისის ბრენდის განვითარების ყოველ ეტაპს ჰქონდა თავისი მიზეზი, კონტექსტი და მიზანი, თითოეულ მათგანს კი ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებს — მთავარია გჯეროდეს. სწორედ ეს რწმენა არის თიბისის ისტორიის საფუძველი.
თიბისის 33-წლიანი გზა დიდწილად განსაზღვრა კომპანიის გამორჩეულმა კორპორაციულმა კულტურამ და კულტურის ხუთმა ელემენტმა, რომლებიც კომპანიის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია: გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მიზანსწრაფულობა, გამბედაობა და მოუსვენრობა.
თიბისის განვითარების ისტორიის თითოეული ეტაპი სწორედ ამ ღირებულებებს ეხმიანება.
გუნდურობა თიბისის წარმატების საფუძველი თავიდანვე გახდა. 1992 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 200-ზე მეტი ბანკი არსებობდა, თიბისის გუნდმა შეძლო და მოკლე დროში ქვეყნის წამყვანი ბანკების ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის შედეგი — წარმატების უკან ძლიერი გუნდი იდგა.
მომხმარებელზე ორიენტირებულობა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2000–2010 წლებში. ამ პერიოდში თიბისიმ გააფართოვა საქმიანობის არეალი და საბანკო პროდუქტებთან ერთად დაიწყო მომხმარებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების, ახალი შესაძლებლობების შექმნა. კულტურის ეს ელემენტი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან — გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.
მიზანსწრაფულობამ განსაზღვრა 2011-2020 წლების განვითარება. ამ წლებში თიბისიმ შემოიერთა რესპუბლიკა და კონსტანტა ბანკები, შექმნა თიბისი დაზღვევა, თიბისი ლიზინგი და ციფრული ეკოსისტემა — თინეთი, 2014 წელს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, რაც კომპანიისთვის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
გამბედაობა მიზანსწრაფულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. სწორედ ამ გამბედაობის შედეგად, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე შეძლო გასვლა და წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ის, რაც ერთ დროს შეუძლებელ მისიად მიიჩნეოდა, ახლა რეალობაა და თიბისი დღეს საერთაშორისო კომპანიაა მილიონობით მომხმარებლითა და მუდმივად მზარდი მასშტაბით.
თიბისის კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მოუსვენრობა — მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილება და ინოვაციურობისაკენ მუდმივი სწრაფვა. თიბისის ტექნოლოგიურობა და ციფრული განვითარება სწორედ მოუსვენრობის შედეგია. ამავე სულისკვეთების გაგრძელებაა თიბისის ახალი სათაო ოფისი — თანამედროვე, ტექნოლოგიური, მდგრადობის სტანდარტებით შექმნილი, ადამიანებზე ორიენტირებული, რეგიონში გამორჩეული არქიტექტურული და სამუშაო სივრცე, სადაც სულ მალე თიბისის ბრენდის ისტორიის ახალი თავი დაიწერება.
თიბისიში გვჯერა, რომ ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობა ორმხრივია. ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ, არამედ ვაბრუნებთ და მადლიერების ნიშნად, ვქმნით შესაძლებლობებს მილიონობით ერთგული მომხმარებლისთვის და საკუთარი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების განვითარებაში. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები განათლების, ბიზნესის მხარდაჭერის, მდგრადი განვითარების, კულტურის სფეროს მხარდაჭერისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით საუკეთესოდ ეხმიანება თიბისის ძირითად გზავნილს — მთავარია გჯეროდეს.
დღეს თიბისის წარმატების ისტორიას ქმნის 25 მილიონი მომხმარებელი და 14 000 თიბისელი საქართველოსა და უზბეკეთში, რომლებსაც სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა და საერთო მიზნების. თავდაჯერების, მიზანსწრაფულობის, მოუსვენრობისა და გამბედაობის 33 წელი — ეს არის თიბისის გზა დღემდე და საფუძველი მომავალი გამარჯვებებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები