ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia იაპონიის ბაზარზე უპრეცენდენტო კონტრაქტით შედის
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia საერთაშორისო ოპერირების არეალს კიდევ უფრო აფართოებს. ამჯერად, კომპანია იაპონიის ბაზარზე იწყებს ისტორიულ პროექტს: ქალაქ ტოიოჰაშიში წყალგამწმენდი ნაგებობის რენოვაციასა და აიჩის პრეფექტურაში ორი სადგურის 30-წლიან ექსპლუატაციას.
იაპონიაში შეთანხმებული კონტრაქტი ნერგავს ჰიბრიდულ Build-Transfer (BT) და ინოვაციურ მოდელს. პროექტის ფარგლებში აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც დღეში 80 000 მ³-ზე მეტ წყალს დაამუშავებს.
აღნიშნული სახელშეკრულებო მოდელის მეშვეობით Aqualia კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთგულებას ინოვაციების, ინტეგრირებული მენეჯმენტისა და სუფთა ენერგიის მიმართ, რაც აძლიერებს კომპანიის გლობალურ ლიდერობას მდგრადი ინფრასტრუქტურის სფეროში და წყლის სექტორის გამოწვევების წარმატებით დაძლევაში.
Aqualia-მ, Infroneer Holdings Co., Ltd.-ის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმთან ერთად, მოიპოვა ტოიოჰაშის წყალგამწმენდი სადგურის რენოვაციისა და აიჩის პრეფექტურაში მდებარე ორი წყალგამწმენდი სადგურის 30-წლიანი ოპერირების პროექტი. ეს კონტრაქტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან იაპონიაში, დასავლური კომპანიის ჩართულობით, პირველად აერთიანებს Build-Transfer (BT) მოდელს კონცესიასთან.
ტოიოჰაშის ქარხანა, რომელიც ფუნქციონირებს 1967 წლიდან, ყოველდღიურად ამუშავებს 80 000 მ³ წყალს ტოიოჰაშის, ტოიოკავას და შინშიროს ქალაქებისთვის, ემსახურება ჰიგაში მიკავას რაიონს (აიჩის პრეფექტურის აღმოსავლეთი ნაწილი). ხუთი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მუშაობის შედეგად, ობიექტებს სჭირდებათ სრულფასოვანი მოდერნიზაცია, რათა გაიზარდოს ეფექტურობა და უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა მაღალი სეისმური აქტივობის პირობებში.
პროექტის ფარგლებში აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც საკუთრებად გადაეცემა პრეფექტურას, ხოლო ექსპლუატაცია და მოვლა-პატრონობა განხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში. კონცესია გაგრძელდება 20 წლის განმავლობაში, რაც კერძო სექტორის გამოცდილების დახმარებით მდგრად და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
პროექტი ითვალისწინებს უახლეს ტექნოლოგიებს, IoT (Internet of Things) სენსორებისა და ჭკვიანი მონიტორინგის სისტემების დანერგვას, რაც უსაფრთხო და მდგრადი წყალმომარაგების გარანტიაა. მოდელი ასევე მოიცავს კრიზისების მართვას ანტისეისმური დიზაინის შესაბამისად, ხელს უწყობს ჰიბრიდული ენერგიის გამოყენებას და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მართვას, რომელიც წყლის რესურსების მენეჯმნეტს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებასთან აკავშირებს.
იაპონიის ბაზარზე შესვლით, Aqualia კიდევ უფრო აძლიერებს თავის საერთაშორისო პოზიციებს. კომპანია უკვე 19 ქვეყანაში ოპერირებს (ალჟირი, საუდის არაბეთი, კოლუმბია, ჩილე, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, იაპონია, მექსიკა, ომანი, პერუ, პორტუგალია, კატარი, ჩეხეთი და რუმინეთი) და მდგრადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მომსახურებას მსოფლიოს 45 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს.
წლების განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური გაფართოების შედეგად, მათ შორის შეერთებულ შტატებში (2024) და საქართველოში (2022), Aqualia აგრძელებს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას, ზრდასა და ფინანსურ სიძლიერეს. კომპანიის საერთაშორისო მიმართულებამ მთლიანი შემოსავლის თითქმის ნახევარი შეადგინა და 2024 წლის ბოლოს 731 მილიონ ევროს მიაღწია.
Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%) ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით (Global Water Intelligence-ის 2024 წლის დეკემბრის რეიტინგის მიხედვით) მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტის კომპანიაა ევროპაში ხოლო მეცხრე მსოფლიოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები