შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისიმ ახალი კამპანია დაიწყო
ფოტო: თიბისი
ჩვენი ყოველდღიური რუტინა ერთმანეთისგან განსხვავდება — ზოგი სამუშაო დღეს ადრე იწყებს, ზოგი სწავლას უთავსებს საქმეს, ზოგიც თავისუფალ გრაფიკზე მუშაობს. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, თითქმის ყველას გვაერთიანებს ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი — პროდუქტების მაღაზიაში ყოველდღიური სტუმრობა.
ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შერჩევისას ხშირად დიდ დროს ვუთმობთ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ვადარებთ ფასს, ხარისხს, შემადგენლობას, ვაკვირდებით დეტალებს და, საბოლოოდ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ ეს პროცესი იმდენი ხანი გრძელდება ხოლმე, რომ ერთი შეხედვით მარტივ საქმეში საათებს ვკარგავთ.
სწორედ ამ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას თიბისის ახალი მასშტაბური კამპანია — შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებს, სესხის აღებამდე სხვადასხვა ბანკის პირობები შეადარონ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ.
როგორც, მარკეტერი, ანი ჭირაქაძე გვიყვება, კვლევებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლებს ერთი საერთო ჩვევა ახასიათებთ — ისინი სესხის ასაღებად იმ ბანკს მიმართავენ, რომელშიც ხელფასი ერიცხებათ, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ის ბანკი სთავაზობს მათ უკეთეს პირობებს. თუმცა, ეს მოსაზრება ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს.
"ამ კამპანიით გვინდოდა ადამიანებისთვის მიგვენიშნებინა, რომ თუკი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს დაკვირვებით არჩევენ, ადარებენ ერთმანეთს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ეს ქცევა გადმოეტანათ სესხის აღების დროსაც, შეედარებინათ სხვადასხვა პირობები და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება",— ამბობს ანი ჭირაქაძე.
კამპანიის მთავარი მესიჯიც სწორედ ესაა — შეადარე, სცადე, დაიმტკიცე. როგორც ანი განმარტავს, ეს სლოგანი თიბისი ბანკის მთავარ სათქმელს ზუსტად ასახავს — რომ მომხმარებლებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება სესხის აღების პროცესში. კერძოდ, შეადარონ სხვადასხვა ბანკის პირობები, სცადონ თანხის ლიმიტის მოთხოვნა და სწორედ ამის შემდეგ დაიმტკიცონ სესხი მომენტალურად.
გარდა ამისა, კამპანიის მთავარი მიზანი იყო, რომ მესიჯი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობამდე მისულიყო. სწორედ ამიტომ შეირჩა კამპანიის ფოკუსად რეგიონების მთავარი ბაზრები/პროდუქტების მაღაზიები, რომლებშიც მოსახლეობა ყველაზე ხშირად იყრის თავს.
"ბაზარში ადამიანების ქცევა როგორია? ჩვენ დაკვირვებით და გულმოდგინებით ვარჩევთ სხვადასხვა პროდუქტს: ვადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა დახლზე მოთავსებულ პომიდორს, ვსინჯავთ თაფლს, ვტეხთ მწვანე ლობიოს, რომ არ ჰქონდეს ძარღვები და ა.შ", — განმარტავს ანი — "სწორედ ამ ქცევებზე მინიშნებით ვუთხარით მომხმარებლებს, რომ ასეთივე დაკვირვებით უნდა მიეღოთ სესხის აღების გადაწყვეტილებაც".
თუმცა, სწორი არჩევანის გაკეთებაში ხშირად ხელს გვიშლის ის სტერეოტიპები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება რეალობისგან. კერძოდ, არ აქვს მნიშვნელობა სად გერიცხებათ ხელფასი, რადგან შესაძლებელია სხვა ბანკმა სესხის უკეთესი პირობები შემოგთავაზოთ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის, ის მოიცავს როგორც გზავნილებს, ისე აგრომეურნეობას, ვაჭრობასა და თვითდასაქმებას.
როგორც ანი განმარტავს, კამპანიის მთავარი გამოწვევა იყო ბალანსის პოვნა სიზუსტესა და სიმარტივეს შორის.
"ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხმარებლები არ დაგვებნია და მათთვის გასაგებ ენაზე მიგვეწოდებინა საჭირო ინფორმაცია სესხის სხვადასხვა დეტალის შესახებ. ეფექტური %, წინსწრების, გაცემის საკომისიოები და სხვა", — გვიყვება ის.
კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ ინფორმაცია არ ყოფილიყო გადატვირთული ტექნიკური ტერმინებით და მომხმარებელს რეალური სურათი დაენახა. მიზანი არ იყო მხოლოდ სესხის შეთავაზება, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება და იმის ჩვენება, რომ სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია ასჯერ გაზომვა.
ანი ჭირაქაძის შეფასებით, კამპანია მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, რომ თავად შეაფასონ პირობები და იპოვონ მათთვის ხელსაყრელი პირობები.
"მთავარი მესიჯი — შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — ჩვენთვის ნიშნავს მომხმარებლისთვის თავისუფლებისა და ნდობის გამოცხადებას, რადგან ვამბობთ, რომ არაფერს ვმალავთ და მომხმარებელს ვაძლევთ არჩევანის უფლებას. ვაჩვენებთ, რომ პროცესი მარტივი და ხელმისაწვდომია, ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად დარწმუნდნენ გამოცდილებით, რომ პროდუქტი რეალურად მუშაობს მათთვის", — განმარტავს ის.
თიბისიში მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა ქცევაზე დადებითად აისახება და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უფრო გააზრებულს გახდის.
კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ ამაზეა დაფუძნებული — ადამიანებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული დაკვირვების ჩვევა ფინანსურ გადაწყვეტილებებზეც გადაიტანონ და სესხის აღებისას არ დასჯერდნენ პირველივე შეთავაზებას.
ამიტომ, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით — შეადარეთ, რომ დაგიმტკიცონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები