ბრიუსელში რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ტრაპიანი მანქანა დაეჯახა
ფოტო: AP
სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო X-ზე წერს, რომ ბრიუსელში გამართული სამიტისთვის ჩასულ მის თვითმფრინავს ტრაპიანი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ის ფრენისთვის უვარგისია.
რობერტ ფიცო მხოლოდ თვითმფრინავის ინციდენტის გამო არ არის უკმაყოფილო — მისი შეფასებით, ბრიუსელში შეხვედრაზე "სკეპტიკური განწყობა სუფევდა" და ორმაგი სტანდარტები "ევროპული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა".
ფიცო აღნიშნავს, რომ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და სოლიდარობის მიზნით "სერბეთის წინააღმდეგ" გამართულ სამიტში მონაწილეობა არ მიიღო.
"ბრიუსელში გამართული სამიტი ცუდად დაიწყო. აეროპორტში ავტომობილი ჩვენს თვითმფრინავს შეეჯახა და ისე დააზიანა, რომ ის აღარ არის ფრენისთვის ვარგისი, რის გამოც იძულებულები ვართ, აქ დავტოვოთ.
მსგავსად სკეპტიკური განწყობა სუფევდა საღამოს შეხვედრაზეც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის წევრობას ისწრაფვიან. მე განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატე სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მიმართ, რომელმაც შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა ამ სამიტში, რათა გაეპროტესტებინა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სერბეთის მიმართ უსამართლო მოპყრობა.
სერბეთი სუვერენული ქვეყანაა და მისი პრეზიდენტი — სუვერენული პოლიტიკოსი, რაც ევროკავშირში ყოველთვის კარგად არ ითვლება. სერბეთს მუდმივად უყენებენ ახალ და ახალ პირობებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რათა მისი მიღება რაც შეიძლება დიდხანს გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყანაა.
ორმაგი სტანდარტები ევროპული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ერთი მხრივ, დიდი მოთამაშეები უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უბიძგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აბსოლუტურად მოუმზადებელია; მეორე მხრივ კი სერბეთს კავშირში არ უშვებენ იმიტომ, რომ ის ზედმეტად ამაყი, თავდაჯერებული და სუვერენულია," — ვკითხულობთ განცხადებაში.
მეტი რობერტ ფიცოს შესახებ:
- უკრაინა სლოვაკეთისგან რობერტ ფიცოს პრემიერობის პერიოდში პირველად მიიღებს დახმარებას
- ჩავლენ თუ არა მოსკოვში 9 მაისს ალექსანდარ ვუჩიჩი და რობერტ ფიცო?
- სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ზელენსკის "მტერს" უწოდებს
- ფიცოს მტკიცებით, მის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა მესამედი უკრაინელია
- სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა
- რობერტ ფიცო, ქვეყანაში "სახელმწიფო გადატრიალების" საშიშროების გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს
- NMS-ის კვლევა: რობერტ ფიცო საზოგადოების მხარდაჭერას კარგავს
- ფიცო უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება
- ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
- სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება
- ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში რობერტ ფიცოს შეხვდა
- სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ ფოტოს უნებართვო გამოყენებისთვის რედაქტორს უჩივლა
- რობერტ ფიცომ ჟურნალისტებს "სისხლისმსმელი ნაბიჭვრები" უწოდა და შეზღუდვების დაწესებით დაემუქრა
- რობერტ ფიცო: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ
- სლოვაკეთის პრემიერს ფოსტით ვაზნა გაუგზავნეს
- სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც 5-ჯერ ესროლეს
- სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები