როგორ იქმნება Spotlight: ახალი იდეებისა და აღმოჩენების სივრცე — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight სათავეს 2013 წლიდან იღებს და წელს უკვე მეთორმეტედ, 20-21 დეკემბერს სტუმრებს რადისონ ბლუ ივერიაში უმასპინძლებს. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ამ პერიოდის განმავლობაში, Spotlight იქცა მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალების თავშეყრის სივრცედ, სადაც მონაწილეები გამოცდილების, ცოდნისა და ინსპირაციის გასაზიარებლად იკრიბებიან.
საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობის შესახებ უფრო დეტალურად საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა და Spotlight-ის ორგანიზატორი, აკო ახალაია გვიყვებიან.
საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. როგორ განვითარდა ეს პარტნიორობა?
“დიახ, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ. წლების წინ Spotlight ერთ დღიანი ღონისძიება იყო, თუმცა, ინიციატივისადმი მუდმივად მზარდი ინტერესის შედეგად, დღეს Spotlight წელიწადში ორჯერ ტარდება — გაზაფხულზე Spotlight Tech, წლის ბოლოს კი, შემაჯამებელი. ორივე შემთხვევაში, ჩვენი ღონისძიების წარმდგენი საქართველოს ბანკია”, — აღნიშნავს აკო ახალაია.
რა ღირებულებები აერთიანებს საქართველოს ბანკსა და Spotlight-ს?
“საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი გვჯერა, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა არგაჩერებაა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ჩვენი ბრენდის მთავარი მოწოდებაც — არ გაჩერდე.
ამ კონტექსტში კი Spotlight ზუსტად ეხმიანება ჩვენს ღირებულებებს — ინსპირაცია, კრეატივი, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა და გამოცდილებები გაზიარება ის ფორმულაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, არ გაჩერდნენ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
შესაბამისად, საქართველოს ბანკსა და Spotlight-ის გუნდს გვაერთიანებს საერთო სურვილი და მისწრაფება, ხელი შევუწყოთ ახალ თაობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ინდუსტრიის განვითარების პროცესში და მუდმივი განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, — აღნიშნავს მარიამ ცანავა.
ხშირად, სპონსორშიპი მხოლოდ ბანერებზე ლოგოს განთავსებით შემოიფარგლება, როგორია თქვენი თანამშრომლობა ვიზუალს მიღმა?
“ჩვენ შორის ურთიერთობა არასდროს იყო პირდაპირი სპონსორშიპი. ეს არის იმ ორი ბრენდის თანამშრომლობა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გავს შინაარსით, მიზნებითა და ღირებულებებით. ასეთი თანხვედრა კი, ორივეს გვაძლიერებს.
ჩვენ გვჯერა რომ ბიზნესებს, ბრენდებსა და ადამიანებს აქვთ შთამაგონებელი ისტორიები, რომელსაც სამყაროსა და ცხოვრების შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ, შევქმენით სივრცე, სადაც მაინსპირირებელი ადამიანები საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებენ და აძლევენ მათ მოტივაციას, დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდნენ. ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის მთავარი მესიჯიც ხომ არ გაჩერებაა. ამასთან, ბრენდის მთავარი ღირებულებაა — მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
შესაბამისად, საქართველოს ბანკის გუნდი მთლიანი ღონისძიების გულშემატკივარია და ეს ყველა დეტალში იგრძნობა. ისინი მარტო საკუთარ წარმოჩენაზე არ ზრუნავენ, ფიქრობენ ისეთ დეტალებზე, რომლებიც საერთო ჯამში ამ ღონისძიებისა და მონაწილეებისთვის ქმნის დიდ ღირებულებას”. — გვიყვება აკო ახალაია.
როგორ დაახასიათებდით დღეს Spotlight-ს?
“დღეს Spotlight იქცა არა მხოლოდ შეკრების ადგილად, არამედ სივრცედ, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებენ, არღვევენ საზღვრებს და ადგენენ ახალ სტანდარტებს.
Spotlight-ის ყოველი ღონისძიების დაგეგმვა და სპიკერების შერჩევა საგულდაგულოდ ხდება იმისთვის, რომ გაჩნდეს ახალი კითხვები, ახალი სივრცე ახალი იდეებისთვის და ინსპირაცია, რომ ერთად შევქმნათ რაღაც განსხვავებული”. — აღნიშნავს მარიამ ცანავა.
რა გამოარჩევს წლევანდელ Spotlight-ს წინა წლებისგან?
“Spotlight-ს ქმნიან სპიკერები და აუდიტორია, შესაბამისად ის საკუთარი არსით ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის დაუვიწყარი”. — აკო ახალაია.
“ყოველი შემდგომი სპიკერი სცენაზე ახალ იდეებს გვპირდება, რის გამოც Spotlight-ის ყოველი მომდევნო ღონისძიება განსაკუთრებულია. ამიტომ, გელოდებით წლევანდელ Spotlight-ზე და ინსპირაციის ძიების გზაზე არ გაჩერდეთ”. — მარიამ ცანავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები