დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა "რუსსნეფტს", რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამარაგებს
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსულ ნავთობკომპანიას "რუსნეფტს", რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამარაგებს.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" (RNFT.MM) მიმდინარე წლის ოქტომბერში ნავთობის პირველი ტვირთი მიაწოდა საქართველოში ახლად აშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ტანკერმა KAYSERI-მა 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105,340 ტონა ნავთობი შემოიტანა. მაშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აცხადებდა, რომ ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოსულ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ თბომავალ KAYSER-ზე, გემის მფლობელ კომპანიასა და ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.
"რუსნეფტის" გარდა, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა კიდევ 3 რუსული ნავთობკომპანია: "ტატნეფტი", "რუსნეფტეგაზი" და "ნნკ-ოილი". ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამია.
გარდა ამისა, ლონდონის შემზღუდავი ზომების ქვეშ მოექცნენ კომპანიები "ტექსტილ-სერვისი", "ფაბრიკა ვატა", არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული "საფირა ენერჯი", "ფერგანას ქიმიური ქარხანა" და უზბეკური კომპანიები "გელიონ ბიზნეს ტრეიდი" და "ქიმია ინტერნეშენალი". სანქციების სიას ასევე დაემატა ხუთი ფიზიკური პირი.
რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოჰყვა ოქტომბერში რუსული გიგანტების "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ დაწესებულ ზომებს. შეერთებულმა შტატებმა ასევე დააწესა სანქციები ამ მსხვილი ნავთობკომპანიების წინააღმდეგ.
ევროკავშირი აფართოებს სანქციებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ
იმავე დღეს, ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა კიდევ 41 ტანკერი რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტიდან". ამით სანქციების ქვეშ მყოფი გემების საერთო რაოდენობა თითქმის 600-მდე იზრდება. ამ გემებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსულ ნავთობს გადაჰყავთ, არ აქვთ უფლება შევიდნენ ევროკავშირის პორტებში ან გამოიყენონ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული საზღვაო ინფრასტრუქტურის სერვისები.
ეს ზომა მიღებულ იქნა ევროკავშირის სამიტის ფონზე, რომელიც ბრიუსელში 18 დეკემბერს დაიწყო და სადაც დაგეგმილია გადაწყვეტილების მიღება გაყინული რუსული აქტივების შესახებ. ევროკავშირის ლიდერები და მრავალი წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, მოუწოდებენ ევროკომისიის გეგმის მიღებისკენ, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში დაბლოკილი რუსული სახსრების გამოყენებას უკრაინისთვის "რეპარაციის სესხისთვის", ასევე ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან ეროვნული გარანტიების უზრუნველყოფას. თანხების რუსეთისთვის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის ომის დასრულების შემდეგ უკრაინას რეპარაციებს გადაუხდის.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები