გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს 79 ქვეყენა, მათ შრის საქართველოც აწერს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რეზოლუციის სახელი ასეთია: "ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში".
დოკუმენტი მოიცავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომლებიც რუსეთის მიერ დროებით არის ოკუპირებული და რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დარღვევების გაძლიერებულ მონიტორინგს ითვალისწინებს.
გარდა ამისა, დოკუმენტი მკაფიოდ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
რეზოლუცია ასევე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მათი მაცხოვრებლების იძულებითი მობილიზაციის, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო, მათ შორის ყირიმში.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოუწოდა, უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) შეუფერხებელი წვდომა დაკავების ადგილებზე, უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, განახორციელოს სამხედრო ტყვეების სრული გაცვლა და გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.
გაერო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
დოკუმენტს მხარი 79 ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი 16 იყო, ხოლო თავი 73-მა შეიკავა. დოკუმენტი მიღების წინააღმდეგ ხმა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ჩინეთმა, ირანმა, ბურკინა-ფასომ, ერიტრეამ, სუდანმა, მალიმ, ზიმბაბვემ, ბურუნდიმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, კონგომ, გვინეამ, კუბამ და ნიკარაგუამ მისცეს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასევე 1986 წლის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგების შემცირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 97-მა ქვეყანამ დაუჭირა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ბელარუსთან ერთად მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები