ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
ქართული ოცნების ვანის საკრებულოს დეპუტატი და კომპანია B.P TRANS-ის მფლობელი, რომელიც ყოფილი სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია, ესპანეთში დააკავეს.
ბრალის წარდგენისას პაიკიძე საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად მას აღმკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. როგორც პაიკაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქვეყანა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა და საერთოდ არ იყო ეს დაკავშირებული იმ სასამართლო დავასთან, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. პაიკიძეზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
"ბიჭიკო პაიკიძე იყო ძებნილი. მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 9 დეკემბერს მოხდა მისი დაკავება ესპანეთში, ბარსელონაში. ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ახლა მთავარია, რომ მისი ქართული სამართალდამცავი უწყებებისთვის გადმოცემა მოხდეს, რომ მოხდეს მისი გასამართლება.
როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაიწყო ძებნა, ის ბარსელონაში აღმოჩნდა და დააკავეს. ჩემი ინფორმაციით, სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონდა.
მოითხოვა თუ არა მან პოლიტიკური თავშესაფარი, ეს საკითხი ჩემთვის უცნობია, მაგრამ, რაც შეეხება ექსტრადიციას, გადმოცემის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს." — განაცხადა საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა (წყარო IPN)
რაც შეეხება საქმეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზისა და ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების შესრულებისას, შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ბიჭიკო პაიკიძემ ვალერიანე კვარაცხელიასთან, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ.-სთან და ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ ზედამხედველ პირებთან — გ.კ.-ს, რ.ფ.-ს და ი.გ.-ს — ერთად, მოტყუებით მოიპოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარი.
- ბიჭიკო პაიკიძეს და მისი კომპანიის 5 თანამშრომელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
- "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, სუს-მა ძებნა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავ, ბიჭიკო პაიკიძეზე გამოაცხადა — დაკავებულია კიდევ 5 პირი
ბიჭიკო პაიკიძეს დამატებით კიდევ ერთი ბრალი აქვს წარდგენილი — განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, პაიკიძეს ბრალად ედება 2010-2012 წლებში საგადასახადოში დეკლარაციების არასწორად შევსება. ადვოკატის განმარტებით, ამ ბრალზე "საუბარი უხერხულია და ეს უხერხული დამთხვევაა, რადგან მაშინ "ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მძვინვარებდა, ისინი ყველას აკავებდნენ და თუკი, ამ ტიპის დანაშაული იყო მომხდარი, პაიკიძეს აუცილებლად დააკავებდნენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები