ლიფტების უსაფრთხოება — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
საქართველოში ლიფტების უსაფრთხოება აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში: ხშირია ავარიებისა და გაუმართავი ლიფტების ექსპლუატაციის შემთხვევები, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის სიცოცხლეს.
ზოგადად, ლიფტი ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა, რაც უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების დაცვითა და უსაფრთხოების მრავალშრიანი სისტემებით. ყველა ქვეყანას აქვს ეროვნული მოთხოვნები ლიფტების მონტაჟისა და ექსპლუატაციის თვალსაზრისით, რომლებიც უმეტესწილად საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებსა და ნორმებზეა დაფუძნებული. ასეთი მოთხოვნები, როგორც წესი, ეხება უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების შესაბამისობას, რეგულარულ ინსპექტირებას, ავარიული სისტემების არსებობას, მოვლის პირობებს, სერტიფიცირებულ ტექნიკოსებს და ა.შ.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტებისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.
ლიფტების უსაფრთხოება ევროკავშირსა და საქართველოში
ევროკავშირში მოქმედებს ლიფტების დირექტივა, რომელიც ადგენს ლიფტების დიზაინთან და კონსტრუქციასთან, უსაფრთხოების კომპონენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, CE მარკირების დატანისა და საჭირო დოკუმენტაციის შედგენის წესებს.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ევროკავშირში მოქმედი რეგულაციის ანალოგი საქართველოშიც ძალაშია. ამასთან, ქართული კანონმდებლობით ლიფტები მოიაზრება მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველ პროდუქციას შორის და რეგულირდება მასთან დაკავშირებული კანონმდებლობითაც. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ლიფტის მფლობელი (საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) ვალდებულია, უზრუნველყოს:
- ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყოველ მესამე წელს;
- ლიფტის რეგისტრაცია სააგენტოს უწყებრივ რეესტრში;
- ლიფტის მომსახურება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ.
ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა განახორციელოს შესაბამისი აკრედიტაციის ორგანომ, რომელიც შეგიძლიათ, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე მოიძიოთ. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გარეშე ლიფტის ექსპლუატაცია დაუშვებელია. ამასთან ლიფტის მფლობელმა ექსპულატაციაში მყოფი ლიფტი უნდა დაარეგისტრიროს უწყებრივ რეესტრში.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ლიფტებისა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. სწორედ ისინი აწარმოებენ რეესტრსაც. ლიფტის მფლობელმა (საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ) აუცილებელია, სააგენტოში წარადგინოს (ან ელ.ფოსტაზე tacsa@moesd.gov.ge გააგზავნოს) განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელსაც უნდა დაერთოს ლიფტის მწარმოებლისა და ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების შემცველი დოკუმენტი (ლიფტის პასპორტის ის გვერდები, რომლებიც შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას) და არსებობის შემთხვევაში, ლიფტზე ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მასალები.
ამასთან, მნიშვნელოვანია გამგეობის როლიც, რომელიც ასევე აწარმოებს რეესტრს, იღებს ინფორმაციას ლიფტებისა და ინსპექტირებების შესახებ, თვალს ადევნებს, რომ ბინათმესაკუთრეებმა (ამხანაგობებმა) დროულად და შესაბამისად უზრუნველყონ ლიფტის მოვლა-პატრონობა.
ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ექსპლუატაციაში მყოფ ლიფტთან დაკავშირებულ უსაფრთხოების, რემონტის, რეკონსტრუქციისა და სხვა მოთხოვნებს. ქვემოთ ჩამოთვლილია პუნქტები იმ ტექნიკური რეგლამენტიდან, რომელიც უსაფრთხო ლიფტს უნდა ახასიათებდეს:
ყოველ კაბინაში უნდა დამონტაჟდეს ადვილად შესამჩნევი ფირნიში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ტვირთამწეობა, როგორც კილოგრამებში, ისე გადასაყვან მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობით.
- დაუშვებელია ლიფტის შახტში ისეთი ელექტრო, ენერგო და სხვა კომუნიკაციების ქსელების გაყვანა, რომლებიც არ არის დაკავშირებული ლიფტის ექსპლუატაციასთან.
- ლიფტის მართვის ინსტრუმენტები (ღილაკები კაბინაში) და მათი შესაბამისი ფუნქციები საჭიროა იყოს მკაფიოდ აღნიშნული და ადვილად აღქმადი.
- გამორიცხული უნდა იყოს ლიფტის კაბინის ამოძრავება, როდესაც ყველა კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, ლიფტი წინასწარ განზრახ არის ამოქმედებული თუ არა.
- გამორიცხული უნდა იყოს ჩასასხდომი კარის გაღების შესაძლებლობა კაბინის მოძრაობის დროს, როცა მას ჯერ არ მიუღწევია ბაქნამდე.
- ლიფტის კაბინა სრულად უნდა იყოს შემოზღუდული კედლებით, იატაკითა და ჭერით და ასევე სრული სიგრძის კარით. ამასთან, დატოვებული უნდა იყოს სავენტილაციო ხვრელები.
- ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირის საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ლიფტის გაჩერების შემთხვევაში (ელ. ენერგიის შეწყვეტა, ლიფტის გაუმართაობა) კაბინაში დარჩენილი მგზავრის მიერ სამაშველო სამსახურთან დაკავშირებას. კაბინაში აუცილებლად უნდა იყოს ავარიული განათება.
- მგზავრის კაბინაში ყოფნისას ან ღია კარის შემთხვევაში ლიფტი უნდა იყოს განათებული.
ლიფტზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს ადვილად. მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: მწარმოებლის დასახელებასა და მისამართს, ნიშანდებას ასეთის საჭიროების შემთხვევაში, მინიჭებულ სერიასა და ტიპს. ასევე, სერიულ ნომერსა და დამზადების წელს.
გარდა ამისა, ლიფტზე დატანილი იყოს ბოლო ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბოლო ტექნიკური ინსპექტირების თარიღი, სერტიფიკატის ვადის ამოწურვის თარიღი, მასერტიფიცირებელი ორგანოს სახელწოდება. სასურველია, მითითებული იყოს QR კოდი, საიდანაც შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა ეს სავალდებულო არ არის. ავარიული გათიშვის შემთხვევებისთვის, ლიფტში დატანილი უნდა იყოს მომსახურე კომპანიის ცხელი ხაზი ან ნომერი.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ — QUIS —უკეთესი პროდუქტი, უკეთეს მომსახურებას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები