სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

21 Dec. 2025, 13:35

"მათი [შსს-ს] განცხადებები მხოლოდ იმისი მანიშნებელია, რომ ვერაფერს ახერხებენ და იძულებული არიან, ყოველდღე რაღაც ახალი კანონი, წესდება მოიგონონ პროტესტის შესაზღუდად. როგორც ჩანს, არაფერი არ მუშაობს, რადგან აქ არის დიდი ძალა. ძალა — არ დანებდე და არ შეეგუო იმას, რაც ქვეყნის დაკარგვას ნიშნავს. ამის წინაშე ვერაფერს გააკეთებ.

[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ — ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ."

განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. 


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციის გამართვის წესები იცვლება.

"გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება", — წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…