ქეთი თავართქილაძე: დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი"
"დანაშაულია, დარგის პროფესიონალები მდუმარედ შევხვდეთ "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" კანონის მიღებას", — ფსიქოლოგისა და ბავშვთა დაცვის ექსპერტის ქეთი თავართქილაძის კომენტარს "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" კანონის მიღებაზე "ნეტგაზეთი" ავრცელებს. მისი თქმით, "დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი".
"დანაშაულია, დარგის პროფესიონალები მდუმარედ შევხვდეთ „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონის მიღებას.
კანონი ან პოლიტიკა, რომელიც ბავშვთან მიმართებაში ტრავმას, ძალადობას და ფსიქო ბიოლოგიურ რეალობას უგულებელყოფს, აზიანებს ბავშვსაც და საზოგადოებასაც, პასუხისგმებლობას უსამართლოდ აკისრებს ბავშვს.
ბავშვობაში ძალადობა და ქრონიკული სტრესი ზრდის დეპრესიის, ემოციური დისრეგულაციის და იმპულსური, აგრესიული ქცევის რისკს.
"ცუდ გარემოში ტვინი სწავლობს გადარჩენას და არა თვითკონტროლს" — რობერტ საპოლსკი / Robert Sapolsky, ნეირობიოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სტრესის, ქცევისა და ტვინის ურთიერთქმედების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი.
ათი წლის ბავშვის დახურულ სივრცეში გამოკეტვა და თუნდაც არამზრუნველ ოჯახს ძალადობრივად ჩამოშორება არ არის პრევენცია ან რეაბილიტაცია — ეს ტრავმა, ძალადობა და ბავშვობის არასასურველი გამოცდილებაა / Adverse Childhood Experiences (ACEs).
ასეთი დაწესებულების "სახლად" მონათვლა ენობრივი ცინიზმია: ბავშვს ვეუბნებით, რომ ციხე მისი სახლია.
ეს მიდგომა უგულებელყოფს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებს, რომელსაც წლები ვაშენებდით და რომლითაც ვამაყობდით.
რეალური დაცვა არ არის იზოლირება. დაცვა არის ზრუნვა, თავისუფლება და შესაძლებლობა, ბავშვი განვითარდეს ძალადობის გარეშე.
10 წლის ბავშვს, რომელიც მორალური განვითარებით პრეკონვენციური მორალის საფეხურზეა, არ შეიძლება ერქვას "კანონთან კონფლიქტში მყოფი".
დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი".
17 დეკემბერს, ოცნების პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, 14 წლამდე მოზარდები კანონის დარღვევის შემთხვევაში "სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში" მოიხდიან სასჯელს. კანონპროექტის მიხედვით, ამისთვის "დასაბუთებული ვარაუდი" უნდა არსებობდეს.
არასრულწლოვანის აღნიშნულ ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განაგებს. არასრულწლოვანი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადამისამართდეს აღნიშნულ ცენტრში, სადაც პირზე ინფორმაციის შეგროვება იწყება. "გამოსასწორებელ" ცენტრს უფლება აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან/და სხვა ისეთი პირიდან ან დაწესებულებიდან გამოითხოვოს არასრულწლოვანზე საჭირო ინფორმაცია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები