ომბუდსმენი: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის შესახებ" კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები"
სახალხო დამცველის აპარატი ოცნების ხელისუფლების პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" ეხმიანება.
აპარატის განცხადებით, პარლამენტმა მათთან კონსულტაციის შემდეგ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები ასახა, მაგრამ მათი განცხადებით — "კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი". სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას
"კანონპროექტის ინიციირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში. მან სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.
საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას," — ვკითხულობთ განცხადებაში.
ოცნების პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, 14 წლამდე მოზარდები კანონის დარღვევის შემთხვევაში "სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში" მოიხდიან სასჯელს. კანონპროექტის მიხედვით, ამისთვის "დასაბუთებული ვარაუდი" უნდა არსებობდეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები