აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა
ფოტო: გალტ & თაგარტი
კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ — აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარისა და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს — აწარმოე საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
წლიურმა საპროცენტო სარგებელმა დოლარის 2-წლიან ობლიგაციებზე 7.75%, ხოლო ევროს 3-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 6.50% შეადგინა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა, რაც ბაზრის მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.
აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის აქტიური ემიტენტია. კომპანია გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ამ პერიოდიდან დღემდე წარმატებით განახორციელა ხუთი მსხვილი ემისია.
აღსანიშნავია, რომ 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი მწვანე ობლიგაციაა, რომლებიც უკავშირდება კომპანიის მიერ მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის. ობლიგაციებიდან მოზიდული თანხები კი, როგორც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას, ისე ახალი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
“მწვანე ობლიგაციების გამოშვება ჩვენთვის არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მდგრადობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას. სითი მოლი საბურთალო, გლდანი და სითი თაუერი — ყველა შეფასდა EDGE Advanced დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარება 40%-ზე მეტით არის შემცირებული. გალტ & თაგარტთან პარტნიორობით განხორციელებული ეს ემისია გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც არსებული ვალდებულებები დავაფინანსოთ უფრო ეფექტურად, ისე განვაგრძოთ ახალი, მასშტაბური და მდგრადი პროექტების განვითარება საქართველოში“, — აცხადებს აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი.
“აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორია. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსხვილი ემისიები, როგორც კომპანიის ძლიერ ბიზნეს მოდელზე, ისე ინვესტორების მხრიდან მზარდ ნდობაზე უსვამს ხაზს. მწვანე ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი ფინანსების წახალისების მიმართულებით და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული ტრანზაქცია უმსხვილესი მწვანე ობლიგაციების ემისიაა საქართველოში, ამასთანავე პირველი მწვანე ობლიგაციების ემისია კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ემიტენტებს პროგრესული ფინანსური გადაწყვეტილებები, ხოლო ინვესტორებს მაღალი ხარისხის საინვესტიციო ინსტრუმენტები შესთავაზოს“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით. მის პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი — სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები