ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაკავებული აქტივისტების შეწყალების გეგმა არ აქვთ
ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დაკავებული აქტივისტების შეწყალების გეგმა არ აქვთ, "პრევენციაზე ზრუნვაა საჭირო და ამის საუკეთესო საშუალება სასჯელის სათანადოდ მოხდაა".
"ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. მინდა გავიხსენო, რომ 2023 წელს, როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ისიც მალევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. მის მომდევნო წელს იყო ასევე, მასშტაბური ძალადობა და იქ სულ 6 პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი, თუ სწორად მახსოვს, 12 შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა და მას ჰქონდა ძალიან უარყოფითი ეფექტი. ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, შეიძლება ცეცხლი წაუკიდო პარლამენტის შენობას, შეიძლება, ცეცხლი წაუკიდო პოლიციელებს, შეიძლება, ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისჯები. შეიძლება, სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები. რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში ეს იყო 1 ადამიანი, შემდეგ 6 ადამიანი და ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის, ანუ პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ, ბუნებრივია, გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ჩადენის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.
…არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება თუ მკვლელობა იქნება, თუ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ", — განაცხადა ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის ეთერში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები