TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს
საერტაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) სტატიას აქვეყნებს, რომელიც "ქართული ოცნების ანტიევროპული კურსის ერთ წელს" აჯამებს და რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს.
სტატიას ასეთი სახელი აქვს: "41 ნაბიჯი რუსეთისკენ — "ქართული ოცნების" ანტიევროპული კურსის ერთი წელი".
"ერთი წელი გავიდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და რუსეთის საამებლად, საჯაროდ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა. კობახიძის ამ ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ არა მხოლოდ შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, არამედ დააზიანა საზოგადოების დემოკრატიული განვითარება და რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა.
ამ ერთი წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიიტაცა ხელისუფლება, მრავალგზის დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, რომ ის წავა ყველაფერზე — დათრგუნავს მოქალაქეების თავისუფალ ნებას, აწამებს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეებს, შეზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს და გაწყვეტს ყოველგვარ კავშირს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ ეს ყველაფერი ქვეყანაში ქართული ოცნების და ივანიშვილის ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს", — წერს TI.
"რუსეთისკენ გადადგმული 41 ნაბიჯის" სია ასეთია:
ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები
- გააყალბა და რეალურად არ გამოიძია 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები;
- პარლამენტი შეიკრიბა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით;
- დაარბია და აწამა მშვიდობიანი დემონსტრატები, მათ წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, არ დასაჯა უკანონო ბრძანების გამცემი და ამ ბრძანების შემსრულებელი პირები;
- საქართველოში გაჩდნენ სინდისის პატიმრები;
- საქართველოში ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით და იმავდროულად, მათ მიმართ აღძრულია ახალი საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების მოტივით;
- ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ნორმა გახდა. კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოში მუშაობა საფრთხის შემცველია. საგამოძიებო უწყებებს არ გამოუძიებიათ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული დევნის და ფიზიკური ძალადობის ფაქტები;
- მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით და დაიწყო რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ;
- მოახდინა მოქალაქეთა შორის სოლიდარობის კრიმინალიზება;
- შექმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტების და პარტიების განადგურების და აკრძალვის მიზნით;
ანტიდემოკრატიული და თავისუფლების შემზღუდავი კანონები.
10. პარლამენტმა მიიღო კანონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და სტიგმატიზაციის მიზნით. "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი";
11. "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუზღუდა მოქალაქეების დახმარება და ზოგადად მათი საქმიანობა შეუძლებელი გახდა;
12. შეიზღუდა შეკრებების და მანიფესტაციების ჩატარება და მოხდა მიტინგების კრიმინალიზება;
13. დაიწყო დევნა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კრიტიკის გამო, გაჩნდა ცენზურის მცდელობები;
14. გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო;
15. გაუქმდა სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების გარანტიები;
16. მიიღეს მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა;
17. გამარტივდა პოლიტიკური პარტიების გაუქმების წესი;
18. საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა "ქართული ოცნების" სარჩელი 3 მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით;
19. გაუქმდა საჯარო მოხელეების გარანტიები და მათი დევნა მარტივი გახდა;
20. ქართულმა ოცნებამ მიიღო ე.წ. "ოფშორების კანონი";
21. სასამართლო დარბაზები მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა;
22. პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს აღარ განახორციელებს;
23. "განათლების რეფორმა" ქართულ საგანმანათლებლო სირვცეს ევროპას აშორებს;
24. შეიზღუდა საზოგადოების ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მმართველობის სტრუქტურული ცვლილებები
25. გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო;
26. გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური;
27. უქმდება ანტიკორუფციული ბიურო;
28. უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
29. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო;
30. გაუქმდა დაზვერვის სამსახური;
31. პარლამენტში გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭო;
32. გაუქმდა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ.
ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა და რუსულ სივრცეში ინტეგრაცია
33. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ მტრად გამოაცხადეს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები.
34. აშშ-მ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა;
35. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა დასავლეთის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე;
36. დასავლური ქვეყნებისგან პერსონალური სანქციები მასშტაბური გახდა;
37. ქართული ოცნების მთავრობა არ მონაწილეობს ევროპულ სტრუქტურებს;
38. შეიქმნა რუსული სტილის ანტიდასავლური პროპაგანდის მანქანა;
39. ქართული ოცნების მთავრობამ განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან;
40. გაიზარდა რუსეთის კაპიტალის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში;
41. რუსეთიდან საქართველოს პორტში შემოვიდა რუსული კომპანიის ნავთობი, რომლის მფლობელი სანქცირებულია. ამჟამად ეს კომპანია "რუსნეფტი" სანქცირებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები