კახა კალაძე: პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება
"პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებიან", — ამის შესახებ მერმა საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, დიდ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობები ხელს ხომ არ შეუშლის ტრამვაის ხაზის დაანონსებული პროექტის განხორციელებას.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი აღმაშენებლის ხეივანში გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს
"ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ვფიქრობ, არასწორია. დიდ დიღომში ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ერთ-ერთი განვითარებადი უბანია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაიონები ისე განვითარდეს, რომ მცხოვრებლებს არ მოუხდეთ გასვლა — ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ადგილზე: სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული სახლები, სამსახური და ა.შ. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს ვერ იქნება შესრულებული, რადგან სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენი სრულად შესაძლებელია. თბილისის გენგეგმის ჯგუფისგან სწორედ ეს მითითებაა, რომ ყველა რაიონი ისე განვითარდეს, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდა ყველა შესაძლებლობა. ტრამვაი მოგვცემს საშუალებას, რომ გავაადვილოთ გადაადგილება, შესვლა-გამოსვლა დიდი დიღმიდან. საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება. როგორც იცით, პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი — ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებიან, რაც აღმაშენებლის ხეივანში გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 2012 წელს, თბილისში, დაახლოებით, 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კი ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი -დაახლოებით, 860 ათასი ავტომობილი დაფიქსირდა.
"კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ მას? იმას ხომ ვერ გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, სამშენებლო სამუშაოები და ავკრძალოთ კორპუსების მშენებლობა? ეს წარმოუდგენელია და არასწორი, თუნდაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის სექტორი ეკონომიკური განვითარების კომპონენტში ერთ-ერთი მოწინავე მიმართულებაა, დაახლოებით, 30%-მდე უჭირავს, საიდანაც 12% მოდის თბილისზე, ხოლო საბინაო მიმართულებით, დაახლოებით, 7%, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, რათა მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა მივცეთ", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები