15-17 ნოემბერს თბილისში მონაცემების საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi ჩატარდება
15, 16 და 17 ნოემბერს, თბილისში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi ჩატარდება. DataFest არის მონაცემთა გამოყენების ინოვაციური მეთოდების გაზიარებისა და აღმოჩენისთვის მიძღვნილი ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობა მონაცემებთან მუშაობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს თავის ცოდნას მონაცემებთან დაკავშირებული სხვადასხვა დარგის ექსპერტები გაუზიარებენ. ამას გარდა, იქნება ვორქშოფები და ჩატარდება ჰაკათონი, რის შემდეგაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები. გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ფულადი პრიზები გადაეცემათ.
თანამედროვე სამყაროში მონაცემებს ოქროს ფასი აქვს. კარგად დამუშავებული მონაცემთა ბაზის გარეშე წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელიც კია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტი ხართ, ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, მეცნიერი თუ სხვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ სხვადასხვა მონაცემების მოპოვება, დამუშავება, მათი ვიზუალიზაცია და შემდეგ, მიზნობრივად გამოყენება.
რა არის DataFest Tbilisi?
DataFest Tbilisi მიღებული გამოცდილებისა და ახალი მიდგომების გასაზიარებლად გამართული ფესტივალია, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს. მსგავსი ფესტივალები დასავლეთის ქვეყნებში ხშირად ტარდება, თუმცა იქ მოხვედრა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. ახლა კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია DataFest Tbilisi-ის მონაწილე გახდეს.
ფესტივალი, გარდა ცოდნის გაცემისა, მონაწილეებისთვის ქმნის შესაძლებლობას, რომ ერთმანეთი გაიცნონ და გააფართოონ საკუთარი სანაცნობო წრე. ერთსა და იმავე საკითხზე მომუშავე ადამიანებს ფართო ქსელი სჭირდებათ, რათა ინოვაციები და მონაცემები ერთმანეთს გაუზიარონ. ამის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, სწორედ ამგვარი ღონისძიებებია. ხშირად ხდება, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალებზე აღმოჩენილი ადამიანები ერთ გუნდად იკვრებიან და საერთო პროექტებზე მუშაობენ.
რა არის ფესტივალის მიზანი?
DataFest Tbilisi-ის მთავარი თემაა მონაცემები, რომელიც იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი დატევა ერთ კონკრეტულ სეგმენტში შეუძლებელია. ფესტივალის მიზანია, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა სხვადასხვა კუთხიდან დაინახონ მონაცემები. ფესტივალის დამსწრეებს ამ მიზნის მიღწევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპიკერები დაეხმარებიან, რომლებიც საფესტივალო დღეებში მონაწილეებს ლექციებს ჩაუტარებენ და ვორქშოფებს გამართავენ.
სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები დამსწრეების ინტერესების მიხედვით, სადაც განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა მონაცემთა პუბლიკაცია, მონაცემთა კომუნიკაცია, მონაცემების გამოყენება მარკეტინგულ საქმიანობაში, მონაცემთა გამოყენება სამთავრობო საქმიანობის შესრულებისას და სხვ.
საერთო ჯამში, ფესტივალი მიზნად ისახავს:
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
- მონაცემების შესახებ ახალი ცოდნისა და მეთოდების წარმოებას;
- მონაწილეთა შორის სანაცნობო ქსელების გაფართოებას;
- მონაცემებთან მუშაობის პოპულარიზაციას საქართველოში;
ვისთვის არის DataFest Tbilisi?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფესტივალზე მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც თვლის, რომ მის საქმიანობაში მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს და სურს ამ კუთხით ცოდნა გაიღრმაოს. ესენი შეიძლება იყვნენ მონაცემებით, ტექნოლოგიითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ჟურნალისტები, აქტივისტები, მარკეტერები, ბიზნესის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, მონაცემთა ანალიტიკოსები, დეველოპერები და დიზაინერები. .
როგორია ღონისძიების ჩატარების სტრუქტურა?
ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება. პირველ დღეს იქნება მოკლე, შთამაგონებელი გამოსვლები, სადაც სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ.
მონაცემების სპეციფიკა ძალიან წააგავს პრიზმას, რომელიც ერთი ფერის სინათლეს სხვადასხვა ფერში გარდაქმნის. ასეთივე რთული პრინციპი მოქმედებს მონაცემების სფეროშიც, რადგან ერთი კუთხიდან დანახული ინფორმაცია სხვა კუთხიდან სხვაგვარ ანალიზს საჭიროებს. ფესტივალის პირველ დღეს მონაწილეებს საშუალება ექნებათ გარდა მათი სფეროს საჭიროებისა, სხვა პროფესიის თვალითაც დაინახონ მონაცემები და მათი მნიშვნელობა უკეთ შეიცნონ.
მეორე და მესამე დღეს მონაწილეები დაესწრებიან ვორქშოპებს ან მონაწილეობას მიიღებენ ჰაკათონში.
ჰაკათონი დამატებით ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში, ფესტივალის მესამე დღეს პრეზენტაციას გამართავენ წინასწარ შერჩეული გუნდები, რომლებიც Ministry of Data-ს ფინალისტები გახდნენ. მათ დროის განსაზღვრულ პერიოდში უნდა შეექმნათ ინოვაციური ციფრული ხელსაწყო, რომელიც მონაცემების გამოყენების ახალ მექანიზმს წარმოადგენდა. 17 ნოემბერს, ფესტივალის დასკვნით ფაზაში ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან.
გარდა ამისა, ჩატარდება DataFest-ის მინი ჰაკათონი, სადაც მონაწილეები სპეციალურ დავალებებს მიიღებენ. მათ გადაეცემათ წინასწარ შერჩეული მონაცემები, რომელსაც ჰაკათონის პერიოდში კომუნიკაციის კრეატიული გზა უნდა მოუნახონ.
ვინ არიან მთავარი მომხსენებლები?
DataFest Tbilisi-ის მონაწილეების წინაშე უამრავი წარმატებული სპიკერი წარსდგება, რომლებიც მონაცემების შესახებ მოხსენებებით გამოვლენ. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისში Facebook-ის მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი, რიჩარდ მორისრო ჩამოვა. რიჩარდი წლებია Facebook-ის ირლანდიის ოფისში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებს. მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში. მისი საქმიანობა მოიცავს მონაცემების იმგვარ ანალიზს, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებს რეკლამის განთავსებისას, გაუმარტივებს სამიზნე აუდიტორიის შერჩევას და გაზრდის რეკლამის ეფექტიანობას.
კიდევ ერთი მომხსენებელი, რომელიც საქართველოს ეწვევა, CNN-ის რედაქტორი ემმა ლეისი ბორდოა. ის მონაცემთა ჟურნალისტიკის შესახებ წაიკითხავს ლექციას. ემა წლებია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერული წინსვლა თვალშისაცემია - თავდაპირველად ის CNN-ში მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა, შემდეგ რეპორტიორი და ასოცირებული პროდიუსერი გახდა, იქიდან პროდიუსერის თანამდებობაზე დაწინაურდა, ხოლო ამჟამად რედაქტორის პოსტს იკავებს. სხვადასხვა დროს ემმას სირიის კონფლიქტი, უკრაინის ომი, ა.შ.შ-ის ორი საპრეზიდენტო არჩევნები და ოკუპაციის თემები აქვს გაშუქებული.
DataFest-ზე საქართველოს მომხსენებლები სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევიან. ჯამში 2017 წლის მონაცემთა ფესტივალს 20 ქვეყნიდან ჩამოსული 400-ზე მეტი მონაწილე ეწვევა.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
DataFest-ზე მოსახვედრად აუცილებელია ბილეთების შეძენა. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი შეძენა ონლაინ, TKT.GE-ზე შეგიძლიათ. ბილეთები ორ კატეგორიად იყოფა: მხოლოდ პირველი დღის ან სამივე დღის. მხოლოდ პირველი დღის ბილეთი ამ ეტაპზე 50 ლარი ღირს, სამ დღიანი ბილეთის ფასი კი 100 ლარია.
1 ნოემბრიდან გაიზრდება ფასებიც. ერთი დღის ბილეთის ფასი 70 ლარი გახდება, ხოლო სამ დღის - 140 ლარი.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველი სტუდენტებისთვის ბილეთებზე 50%-იანი იმოქმედებს. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
აღსანიშნავია, რომ ბილეთების ფასში შედის მთელი დღის კვება და After Party.
DataFest-ის ორგანიზატორია ორგანიზაცია ForSet-ი, რომელიც მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწეობს. მასთან ერთად, ფესტივალს ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია Digital Communication Network (DigiComNet). ღონისძიება პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრისა (PCSC) და UNDP-ის სტამბულის ინოვაციების ჰაბის მხარდაჭერით იმართება.
მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები