5 საინტერესო ფაქტი ქართველი ნოვატორის შესახებ, რომელმაც ახალი წელი შეცვალა
ფოტო: cobyglass.com
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, გლობალური ინდუსტრიული ზრდის პარალელურად, არაერთმა ქართველმა უკეთესი ცხოვრების, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი ხედვის რეალიზაციის მიზნით სამშობლოდან შორს, დიდ ემიგრაციაში გადაწყვიტა წასვლა.
ერთ-ერთი მათგანია ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე — ქართველი მეწარმე, რომელიც თანამედროვე გაგებით ანტრეპრენერულ საქმიანობას ეწეოდა და რომელმაც ინოვაციური იდეებითა და ხედვით ამერიკის საწარმოო ბაზრის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
ამ ბლოგში გაგაცნობთ 5 ფაქტს, რომლებიც მის პროფესიულ გზასა და ფასდაუდებელ მემკვიდრეობას ასახავს.
თავგადასავლების მაძიებელი
ბავშვობაში ჯორჯ კობი თავგადასავლების მოყვარული იყო, რამაც განაპირობა ის, რომ 10 წლის ასაკში ბორჯომში გაიპარა, სადაც ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) უფროს მემანქანედ მუშაობდა. ძმამ შინისკენ არ გამოაბრუნა და ჯორჯმა დაიწყო მუშაობა ქარხანაში, სადაც ის დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში შრომობდა.
აქ დაეუფლა ყველა იმ ტექნოლოგიას, რომლებიც ქარხანაში არსებობდა და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. თავგადასავლების მოყვარული ჯორჯ კობი მალე გაიტაცა ახალმა საქმიანობამ — აქტიურად აკვირდებოდა სამეწარმეო პროცესებს და სწავლობდა ბიზნესის მართვას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ ჩამოუყალიბდა ბიზნესხედვა, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა.
მსოფლიო აღიარებამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, რომელმაც ის ჯერ თბილისამდე, შემდეგ პოლონეთამდე, გერმანიამდე, ინგლისამდე, ბოლოს კი, ამერიკამდე მიიყვანა.
საწერკალმების პატენტი და საკანცელარიო მაღაზია.
მაშინ, როდესაც გერმანიიდან შტატებში გადასული ჯორჯ კობი მეუღლესთან ერთად, General Electric-ში მუშაობდა გამოგონებების მოყვარულმა ქართველმა ემიგრანტმა ავტომატური საწერი კალმის საკუთარი ვერსია შექმნა და თავისი მიგნება დააპატენტა, მცირე ბიზნესიც წამოიწყო და საკანცელარიო მაღაზიაც გახსნა.
სწორედ ამით ჯორჯის დიდი წარმატება ამერიკაში. მან კალმებითა და სხვა წვრილმანი საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობის შედეგად საწყისი კაპიტალი დააგროვა, ბიზნესი გააფართოვა და დაგროვებული თანხით სამრეწველო კომპანია — Coby Glass Products Company გახსნა.
პირველი სამრეწველო ქარხანა
1919 წლამდე, ჯორჯ კობს გიგა კობახიძის სახელით იცნობდნენ. ხოლო მას შემდეგ რაც, ოფიციალურად დააფუძნა Coby Glass Products Company, ამერიკულ აუდიტორიას კიდევ უფრო მეტად მოერგო და ჯორჯ კობის სახელით წარდგა მის წინაშე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დაავიწყდა თავისი ფესვები. პირიქით, მუდმივად ცდილობდა ქართველი ემიგრანტების დახმარებას.
რაც შეეხება საწარმოს, ეს იყო ერთ იდეაზე აგებული ბიზნესი, სადაც ხარისხი, უნიკალურობა და ტექნოლოგიური სიახლეები მთავარი ღირებულებები გახდა. კომპანია 45 დასახელების პროდუქციას აწარმოებდა, მათ შორის: სამედიცინო, ქიმიურ და ლაბორატორიულ მინის ნაწარმს, ფანჯრის მინებს, ოთახის გასატიხრ ფილებსა და სხვ.
სუნამოს ფლაკონები Prince Matchabelli-სთვის
ჯორჯ კობის სამრეწველო ხედვა და ტექნოლოგიური შესაძლებლობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა მაშინ, როდესაც საქმე დიზაინსა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს ეხებოდა. სწორედ ამ მოტივით დაიწყო თანამშრომლობა ქართველ არისტოკრატთან და პარფიუმერთან გიორგი მაჩაბელთან.
ფოტო: Pinterest
ფოტო: Pinterest
მაჩაბლის მიერ დაარსებული სუნამოების ბრენდი — Prince Matchabelli გამორჩეულ შეფუთვასა და ვიზუალურ იდენტობას ითხოვდა. ხოლო ჯორჯ კობის ქარხნებში დამზადებული ფლაკონები გამოირჩეოდა სისადავით, ფორმის სიზუსტითა და სინათლის განსაკუთრებული გარდატეხით. მისი შექმნილია საქართველოს დედოფლის სუნამოს ფლაკონი, რომელმაც ბრენდის წარმატება განსაზღვრა.
ორი ქართველი ემიგრანტის თანამშრომლობა ამერიკაში არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორობის მაგალითი გახდა, არამედ კულტურული თანადგომის სიმბოლოც. ჯორჯ კობის ტექნოლოგიამ და გიორგი მაჩაბლის ესთეტიკურმა ხედვამ ერთობლივად შექმნა პროდუქტი, რომელმაც ამერიკულ ბაზარზე ქართული სახელის ხარისხთან და დახვეწილ გემოვნებასთან ასოცირება გაამყარა.
ქართველი, რომელმაც ახალი წელი გააფერადა.
ჯორჯ კობის ინოვაციური ხედვა მხოლოდ სამრეწველო და სამედიცინო პროდუქტებს არ ეხებოდა. მისი დაკვირვებით, ბავშვებისთვის ხარისხიანი, უსაფრთხო და მიმზიდველი სათამაშოების შექმნა გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. თუმცა, სირთულის მიუხედავად, ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები შექმნა, რომლებსაც ორნამენტი უწოდა. შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოზე დატანილი იყო წარწერა: კობი — ეს შობაა. სათამაშოები კანადაშიც მიჰქონდათ, ამიტომ წარწერა ფრანგულადაც კეთდებოდა.
საინტერესოა ისიც, რომ ჯორჯ კობი ემიგრანტ ქართველებს აქტიურად ეხმარებოდა. მაგალითისთვის, 1939 წელს ჩინეთიდან ამერიკაში ჩაიყვანა ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო. დაეხმარა ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილს თვითმფრინავის მინის კაბინის შექმნაში. ასევე, გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა ააშენებინა.
განვლილი გზისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ჯორჯ კობი გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამერიკაში მილიონერის სტატუსი მოიპოვა. დიდი დეპრესიის დროს მან ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, თუმცა არ დანებდა და საკუთარი საწარმო აღადგინა.
ფოტო: Pinterest
შეიძლება ითქვას, რომ მისი წარმატება თავდაუზოგავი შრომის, ნოვატორობის, უსაზღვრო კრეატიულობისა და ეროვნული ფესვებისადმი სიყვარულის შედეგია.
დღეს, ჯორჯ კობის მიერ დაარსებული Coby Glass Products Co განსხვავებული პროფილით კვლავ ფუნქციონირებს და ნიუ-იორკის მცხოვრებლებს ფანჯრების შეკეთების სერვისს სთავაზობს. როგორც თანამშრომლები აღნიშნავენ, Coby Glass რჩება კომპანიად, რომლითაც თითოეული ამერიკელი ამაყობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები