ნოვამ, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
ფოტო: თიბისი
ნოვამ 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა.
ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% — 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის.
ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) — ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიული ინვესტორია.
მოზიდულ სახსრებს კომპანია საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.
სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში ნოვამ Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო.
“მიხარია, რომ ნოვამ კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯი გადადგა და პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. ეს ემისია ადასტურებს, რომ ფასიანი ქაღალდების მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც არსებობს, ნოვა კი სანდო კომპანიაა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, როგორიც არის EBRD. ამ პროცესში თიბისი კაპიტალი კომპანიებს სრულყოფილ პარტნიორობას სთავაზობს: რეიტინგის მოპოვებიდან — ობლიგაციების გამოშვებამდე. ვცდილობთ, ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესპროცესები გავუმარტივოთ და დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყაროები შევქმნათ”, — ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
“EBRD-ს ინვესტიცია ნოვა ჯგუფის სადებიუტო ობლიგაციებში ასახავს ბანკის ერთგულებას, ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერებასა და კერძო სექტორის ზრდის მხარდაჭერას. გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვითა და კორპორატიული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის წახალისებით, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი და გამჭვირვალე ფინანსური გარემო, რომელიც ერთდროულად მოუტანს სარგებელს, როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე ინვესტორებს”, — ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი.
“ჩვენთვის ეს არის ისტორიული ნაბიჯი — ნოვას სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული განთავსება ობლიგაციების პირველი საჯარო ემისიაა საქართველოს სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ემისია ძალიან მოკლე დროში განხორციელდა და დასრულდა ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესა და სანდოობას. გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ინსტიტუციურ ინვესტორს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და შეიძინეს ნოვას ობლიგაციები, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ ინვესტორს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD). მადლობას ვუხდი თიბისი კაპიტალს პროფესიონალური მხარდაჭერისთვის — რეიტინგის მოპოვებიდან ობლიგაციების წარმატებულ განთავსებამდე. მოზიდული სახსრები საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და გავაგრძელოთ მდგრადი, გრძელვადიანი ზრდა“, — ედიშერ ხიმშიაშვილი, ნოვას გენერალური დირექტორი.
ნოვა საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. კომპანიის ფილიალები წარმოდგენილია საქართველოს 9 ქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები