"მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?!" — კახა კალაძე კახა გვანცელაძის საქმეზე
"მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?!" — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ის სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ფიგურირებს.
"მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?! მე არ მყავს კადრები. როდესაც ადამიანებს ვნიშნავ სხვადასხვა თანამდებობებზე, გამოვდივარ მათი საქმიანობის შეფასებით, პროფესიონალიზმით და ა.შ. მე როდესაც გავხდი 2017 წელს დედაქალის მერიმ კახა გვანცელაძე მუშაობდა მუნიციპალიტეტის რომელიღაც სამსახურში.
ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. მე არ ვარ მაკონტროლებელი. მაკონტროლებელი არიან შესაბამისი უწყებები. ძალიან სასაცილოები ხართ. 30 000-მდე თანამშრომელია მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, კეთილი უნდა ინებოს და პასუხი აგოს.
მოდი უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ", — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეზე.
მისი თქმით, "გუნდის წევრი იყო და ძალიან მძიმე ფაქტია".
"იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მოვისმინეთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. ამ ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით, გუნდის წევრი იყო და ძალიან მძიმე ფაქტია. დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება. საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი", — განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ბაღების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერებზე და შესაძლო დარღვევებზე, დედაქალაქის მერის თქმით: "არც მერს, არც მერის მოადგილეს არ აქვს უფლებამოსილება, რომ თავის უწყებაში საგამოძიებო სამუშაოები აწარმოოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რა თქმა უნდა, გვყავს აუდიტის სამსახური. მათ რომ დანაშაული გამოევლინათ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მიეცემოდა. ჩვენ ვიცით, რომ ტენდერები სწორად ტარდებოდა და არც კითხვის ნიშნები ყოფილა. თუ ამის უკან რაიმე იმალება, ამას უკვე შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენს. იქამდე კი, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, წინასწარ განცხადებას ნუ გავაკეთებთ და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხსაც ის აგებს", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები