სალომე ზურაბიშვილი: უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არ ნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი ხობახიძის ვიდეოს, რომელშიც ის სასურსათო პროდუქტების ფასებზე საუბრობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბიშვილის თქმით, ვიდეომიმართვაში კობახიძე "ახალი ცრუ დაპირებით მოგვევლინა" და მისი განმარტებით, ვიდეო დიდი და პატარა ბიზნესის მიმართ მუქარას შეიცავს.
"რეჟიმი ვერ აჯერებს ხალხს და ვერც საკუთარ მომხრეებს, რომ ლილუაშვილი მათი კი არა, თურმე ოპოზიციის იყო და ამ უკანასკნელის დამფინანსებელიც კი!
ამიტომ გახდა საჭირო გაბრაზებულ ქოცების და გაოგნებულ რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა!
და რა უფრო საყურადღებო ამ საახალწლო პერიოდში თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები! მაშ მოგვევლინა კობახიძე ახალი ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ეხლა უკვე დიდი და პატარა ბიზნესის მიმართ!
უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არ ნახულ ეკონომიკურ აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!
და ამავე დროს აღმოაჩინეს რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლის ბრალი კი არაა, არც იმისი, რომ 13 წელი ქვეყანას საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არც ხედვა და არც პოლიტიკა არ ჰქონია, არც იმისი, რომ ყველა მიმართულებით იმპორტის თუ ექსპორტის მონოპოლისტური კომპანიები როგორც სუპერმარკეტების ქსელები ყველა ქართულ ოცნების თუ მასთან გარიგებული პირების ხელში იყო და არის!
პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებათ ამათ! არც საკუთარი გუნდის უკიდეგანო კორუფციაზე, არც უუნარობაზე, არც მათთან შეკრული უცხო ინტერესების გამტარებელი და კორუმპირებული უცხო ინვესტორების ხელშეწყობაზე … "ატკატების სანაცვლოდ".
არა ეს ყველაფერი თურმე თქვენი და ჩემი ბრალი ყოფილა და იმათი, ვისაც ფული "უკან თუ არ მოიტანეს" დროზე, კობახიზე სუსს მიუქცევს და ახალი დაჭერების სერია დაიწყება!
ამ დროს არ დაგვავიწყდეთ: "ქვეყნის ეკონომიკა დუღს და გადადუღს"!
არ მეგულება ქვეყანა(რუსეთის გარდა), სადაც ფასების კონტროლის საკითხი და მარკეტების კონტროლი პირდაპირ სუს-ს ებარებოდეს, არც ის გამიგია პრემიერი რომ წყვეტდეს პარლამენტის დღის წესრიგს და აცხადებდეს პარლამენტის თავმჯდომარის მაგივრად საგამოძიებო კომისიის შექმნას (ვინ იქნებიან ის პარლამენტარები, ვინც ეკონომიკაზე იმსჯელებენ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე ეს კიდევ გასარკვევია)!
მოკლედ აირია მონასტერი… როგორც ბუზი ჭიქაში ხან საით მიეხეთქება და ხან საით, ამათმაც ვეღარ გაარკვიეს რას გვემუქრებიან, ხან ვის იჭერენ, და რა ბრალდებებით, უკვე აღარ იციან.
ამ დროს უკმაყოფილება იზრდება ყოველდღიურად…", — დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სასურსათო პროდუქტების ფასებს ეხება, სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამას გარდა, ის პარლამენტს სთხოვს," შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს".
მისი თქმით, "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია" და ამის მიზეზი "სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატია, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები