ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს
ფოტო: გირჩი
გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ოცნების პრემიერის მიერ სურსათის გაზრდილი ფასების შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ "ბიძინას ერთი ზარი ეროვნულ ბანკში და ფასების ზრდა შეწყდება და მალე შემცირებასაც კი დაიწყებს, რადგან ფასებზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი და არა პრემიერი, მთავრობა, პროკურატურა თუ სხვა". მისივე თქმით, "ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს". მისივე თქმით, "ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს".
"თავიდან ვიფიქრე, ამ იურისტებით გატენილ მთავრობაში არავინ ჰყავთ, ვისაც რაიმე საბაზისო ცოდნა მაინც გააჩნია ეკონომიკაში, თორემ კი ეცოდინება, რომ ფასებს პროკურატურით არ ებრძვიან; რომ იმპორტის ჩანაცვლება კარგი საქმე ვერ იქნება. ის ასევე აუხსნიდა პრემიერს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში მოგება მეტი უნდა იყოს, ვიდრე საფრანგეთში, თორემ თუ ბიზნესი აქაც და იქაც ერთ მოგებაზეა, ვის მოუნდება აქ ბიზნესის კეთება? მაღალი მოგება — მეტი პოლიტიკური რისკების, დაულაგებელი სასამართლო სისტემის, დაუცველი კერძო საკუთრების და უამრავი სხვა არსებული რისკების კომპენსაციაა.
თუმცა მერე ვიფიქრე, შეიძლება ვინმე ადეკვატური მთავრობაში კი ჰყავთ, მაგრამ არ სჭირდებათ. მთავრობასთან დალაგებულ სავაჭრო ქსელების მფლობელ ბიზნესმენებს მაინც არაფერი ემუქრებათ, ხოლო ქოცების ასეთი პროპაგანდა, როგორც ყოველთვის, იმ დაშვებაზე დგას, რომ ხალხი სულელია, არაფერი ესმის და ვერაფერს გაიგებს, ამიტომ ვაჩვენოთ, რომ პრემიერი მათზე ზრუნავს, და რომც არ იზრუნოს და გაპარსვა გააგრძელოს, ვერაფერს მიხვდება.
ჰოდა, ძვირფასო ამომრჩეველო, ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს, ბეჭდავს მათ შორის კომერციული ბანკებისა და მთავრობის შემოსავლების ზრდის მიზნით. ამ მრავალმილიარდიანი ყოველწლიური სუბსიდირების შედეგად ბანკები უკვე მრავალი წელია მსოფლიო ჩემპიონები არიან მომგებიანობით, არც მთავრობა ჩივის დამატებითი შემოსავლების ნაკლებობაზე, ხოლო ამის საფასურია ის, რომ მერე ზეთი ძვირდება, პური ძვირდება და ხალხის დიდი ნაწილი ღარიბდება. ბიძინას ერთი ზარი ეროვნულ ბანკში და ფასების ზრდა შეწყდება და მალე შემცირებასაც კი დაიწყებს, რადგან ფასებზე ეროვნული ბანკია ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი და არა პრემიერი, მთავრობა, პროკურატურა თუ ვინმე სხვა (სხვა თუ არაფერი ირაკლი კობახიძის კონსტიტუციაშიც კი ეს წერია პირდაპირ და არაორაზროვნად). თუმცა ქოცების გამოცდილება აჩვენებს, რომ უმეტესწილად ადამიანები ირჩევენ ტყუილს და მთავრობის "მზრუნველობის" უხარიათ, ხოლო ინტელექტის დაძაბვა, რათა მიხვდნენ, თუ ვინ და რა არის მათი ნამდვილი პრობლემა, არც ისე ბევრი ადამიანის არჩევანი ხდება", — წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სასურსათო პროდუქტების ფასებს ეხება, სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამას გარდა, ის პარლამენტს სთხოვს," შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები