ევროკომისია აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს
ევროკომისია აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისა და კიდევ 4 პირისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
წერილში აღნიშნულია, რომ "გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტური უფლებაა და დემოკრატიულ სამყაროში შეერთებულ შტატებთან გაზიარებულ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს". წერილის ავტორები წერენ, რომ "საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და მტკიცედ უპასუხებენ, რათა დაიცვან ავტონომია გაუმართლებელი ზომების წინააღმდეგ."
"ევროკომისია აშშ-ის მიერ ხუთი ევროპელი პირის, მათ შორის — ყოფილი ევროპელი კომისრის, ტიერი ბრეტონის მიმართ სამოგზაურო შეზღუდვების შემოღებას მკაცრად გმობს.
გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტური უფლებაა და დემოკრატიულ სამყაროში შეერთებულ შტატებთან გაზიარებულ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს.
ევროკავშირი არის ღია, წესებზე დაფუძნებული ერთიანი ბაზარი, რომელსაც აქვს სუვერენული უფლება, დაარეგულიროს ეკონომიკური საქმიანობა ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ჩვენი ციფრული წესები უზრუნველყოფს უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ სათამაშო ველს ყველა კომპანიისთვის და გამოიყენება სამართლიანად, დისკრიმინაციის გარეშე.
ჩვენ აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები ვითხოვეთ და ვაგრძელებთ ჩართულობას.
საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და მტკიცედ ვუპასუხებთ, რათა დავიცვათ ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომების წინააღმდეგ", — წერს ევროკომისია ოფოციალურ ვებგვერდზე.
ცნობისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ სავიზო აკრძალვები ხუთ ევროპელ პირს, მათ შორის ევროკომისიის ყოფილ კომისარს ტიერი ბრეტონს დაუწესა, იმ ბრალდებით, რომ ისინი ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) წინააღმდეგ ფართო კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვაშინგტონი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველად და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ტვირთად მიიჩნევს.
ქვეყანაში შესვლის აკრძალვა შეეხოთ: ტიერი ბრეტონს; ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელ იმრან აჰმედის; გერმანული ორგანიზაცია HateAid-ის წარმომადგენლებს ანა-ლენა ფონ ჰოდენბერგსა და იოზეფინა ბალონის და Global Disinformation Index-ის თანადამფუძნებელ კლერ მელფორდს.
ზოგიერთმა მათგანმა ბრალდებები უარყო და ვიზის აკრძალვები ევროპული კანონმდებლობის აღსრულების ხელის შეშლის მცდელობად და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები