გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
ფოტო: Vogue
სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება ვიდეოები, რომლებშიც ახალი წლის დადგომას უჩვეულო ფორმით აღნიშნავენ: შუაღამისას მაგიდის ქვეშ ძვრებიან და ყურძნის ჭამასთან ერთად სურვილებს იფიქრებენ. ეს პატარა რიტუალი, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება არალოგიკური ჩანდეს, საკმაოდ ძველ ისტორიასა და სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.
საიდან მოდის ეს ტრადიცია?
იმის შესახებ, ზუსტად როგორ დაიწყო ეს ტრადიცია, რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ადასტურებს, რომ რომ მისი წარმოშობა ესპანეთთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, 1909 წელს ფერმერებს ყურძნის იმდენად დიდი მოსავალი მოუვიდათ, რომ მისი გაყიდვა გაუჭირდათ, ამიტომ ასეთი გამოსავალი იპოვეს: ხალხს უთხრეს, რომ ახალ წელს ყურძნის ჭამას იღბალი მოჰქონდა. ამ პატარა ხრიკით თავიანთი ზედმეტი ყურძენიც გაყიდეს და ახალი ტრადიციასაც ჩაუყარეს საფუძველი.
მეორე მოსაზრების მიხედვით კი, ესპანელი არისტოკრატები ყურძენს ახალი წლის სადილზე მიირთმევდნენ. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება იმდენად დამკვიდრდა, რომ დღეს ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში ახალი წლის დადგომა ამ რიტუალის გარეშე წარმოუდგენელია. მეტიც, მადრიდის ცენტრალურ მოედანზე საათის მოძრაობას ტელევიზიითაც კი აშუქებენ, რომ დროის ზუსტი კონტროლი ყველამ შეძლოს.
ფოტო: Carol Yepes
ესპანურ ტრადიციასთან ერთად, ყურძენი ხმელთაშუაზღვისპირეთში ყოველთვის ასოცირდებოდა სიუხვესა და კეთილდღეობასთან, მისი მარცვლები კი ბარაქის სიმბოლოდ ითვლება.
რაც შეეხება მაგიდის ქვეშ შეძრომის დეტალს, როგორც მიიჩნევენ, ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა და მას ძირითადად ის ადამიანები მიმართავენ, ვისაც სურთ, რომ მომდევნო წელს სასიყვარულო პარტნიორი იპოვონ. გარდა ამისა, რიტუალს ხშირად თან ახლავს სხვა სიმბოლური დეტალებიც, მაგალითად, წითელი თეთრეულის ტარება ან ხელში ფულის ჭერა მეტი სიმდიდრის მოსაზიდად.
ყველა ეს ელემენტი დროთა განმავლობაში ერთმანეთს შეერწყა, გავრცელდა და ახლა უკვე გლობალურ ფენომენად იქცა.
როგორ მუშაობს?
იმისთვის, რომ რიტუალმა იმუშაოს, გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. ტრადიციის თანახმად, შუაღამის დადგომისას ზუსტად 12 მარცვალი ყურძენი უნდა შეიჭამოს, მომავალი წლის თითოეული თვისთვის — თითო.
მთავარი სირთულე ისაა, რომ 12:00-დან ყურძნის ყველა მარცვლის დაღეჭვა და გადაყლაპვა მანამ უნდა მოასწრო, სანამ საათი 12:01-ს აჩვენებს.
თუმცა, ეს ერთი შეხედვით უვნებელი ტრადიცია საფრთხილოცაა. დიდი რაოდენობით ყურძნის სწრაფად ჭამამ შეიძლება ყურძნის გადაცდენა და დახრჩობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი წინასწარ ემზადება, ყიდულობს უკურკო ყურძენს ან მარცვლებს კანს აცლის, რათა შუაღამისას პროცესი უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.
მართლა აგისრულდებათ სურვილები?
სინამდვილეში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სიჩქარეში ყურძნის 1 მარცვლის ჭამა თუ გამოგრჩება ან სოციალურ ქსელებში გეტყვიან, რომ მწვანე კი არა, შავი ყურძენი გჭირდებოდა. ნებისმიერი სხვა საახალწლო ტრადიციის მსგავსად, ამ რიტუალის მთავარი ღირებულება იმედის გაჩენაშია.
მთავარია, თავად გჯეროდეს, რომ შენი მომავალი წელი იღბლიანი იქნება და მიუხედავად იმისა, მიირთმევ თუ არა მაგიდის ქვეშ 12 მარცვალ ყურძენს, ეს რწმენა რეალობად აუცილებლად იქცევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები