ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო-ოდირმა ნეგატიურად შეაფასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონს, რომელიც აქციაზე მყოფ ადამიანებს, განურჩევლად საჭიროებისა, ნიღბის გამოყენებას უკრძალავს.
"ის ცვლილებები, რაც ბოლო წელს განხორციელდა, ორ ეტაპად მოხდა ამ ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, ორივე შემთხვევაში ჩემს მიერ მოთხოვნილი იქნა დასკვნა ეუთო-ოდირის მიერ. ორივე შემთხვევაში გაიგზავნა ცვლილებების პაკეტი და მათ შეაფასეს ეს ცვლილებები ორივე შემთხვევაში ნეგატიურად. მთელი რიგი დასაბუთება არსებობს, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს გარკვეული მიმართულებით. რაც შეეხება გაფრთხილებას [აქციის ჩატარებამდე შსს-ს], ამის შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, არ არის სიახლე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო, ნებართვის მაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთანაც წინააღმდეგობაში მოდის და არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეს არ უნდა გულისხმობდეს სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას.
მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ საფუძვლიანად ვმუშაობთ ამ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შესახებ. დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომელიც არის კანონმდებლობაში შესული.
[...] ის, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ბუნებრივია, ამას წესით ვერაფერი უნდა შეეხოს. მეორე საკითხია, სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს. თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა, აქვთ სრული ლეგიტიმურობა გადაკეტონ როგორც საფეხმავლო, ისე სატრანსპორტო სავალი ნაწილი. მაგრამ თუ ასეთი ნაწილი არ არის, მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. [...] რაოდენობას კანონმდებლობა ვერ დააკონკრეტებს, ეს ძალიან პირობითია. შეიძლება, ერთი ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი იყოს 500 ადამიანი, ხოლო მეორისთვის ეს ციფრი არაფრის მომასწავებელი არ იყოს. კონკრეტულ ადგილს გააჩნია, ადამიანების რაოდენობას გააჩნია, იმ გარემოსაც, სადაც პროტესტი მიმდინარეობს. მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. მაგალითად, ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ყველანაირი ნიღბის ტარება ბლანკეტურად აკრძალა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მე ვფიქრობ, ეს არათანაზომიერი სანქციაა შეკრებასთან მიმართებაში. და ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება, თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის. არსებობს ნიღაბი, რომელიც რელიგიური ატრიბუტი არის ვიღაცისთვის.
[...] მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ, წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება, შეიძლება, წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ იქნება გასაჩივრებული. არამარტო შეკრების და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებზე, არამედ იცით, ჯარიმების რაოდენობაც რომ გაიზარდა, უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოვიდა," — თქვა იოსელიანმა.
ომბუდსმენის განცხადებით, ის პროპორციულობის და თანაზომადობის პრობლემას ხედავს უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენებასა და შემდგომში პირდაპირ სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოღებაში. ამიტომ თვლის, რომ ეს ცვლილებები უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
იოსელიანის თქმით, "სარჩელის მომზადება რამდენიმე დღეში დასრულდება და წელს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში".
"სწორედ პროპორციულობის და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ: უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოღება და ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ. [...] ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეს სარჩელი სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, მისი მომზადება, და წელს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში," — თქვა იოსელიანმა (ტექსტს ტაბულა ავრცელებს).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები