არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
ოცნების პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაზე ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძს განცხადებას ეხმაურება სასურსათო ფასების ზრდასთან დალავშირებით და წერს, რომ "როგორც კი მან სრული კონტროლი აიღო ხელში, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს". მისივე თქმით, "ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არ იყენებდნენ, არამედ მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი პიარდაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ!".
"ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის:
კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით ორი ძალიან საინტერესო ამბავი:
1. დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები ნაცკლასტერის ჩვეულებრივი აქტივისტები არიან და დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს.
2. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ გაუქმდა 195-ე მუხლი - რომელიც ასე გამოიყურებოდა:
მუხლი 195. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა
1. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის დაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გამოდევნის ან ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, — ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, — ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ან ასეთი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, — ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.
ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები იმის ნაცვლად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრაზე ეზრუნათ, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არ იყენებდნენ, არამედ მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი პიარდაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ! ზუსტად ამიტომ არის, რომ ხაბეიშვილი ერთადერთი აგენტია, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბოლომდე გაშიფრა და მამუკა მდინარაძემ დაიჭირა! რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელზეც ზუსტად აგენტობის გამო ფიქრობდა, რომ შერჩებოდა!..
დასკვნები საზოგადოებისთვის მიმინდია!", — წერს ოცნების პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაზე სოციალურ ქსელში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები