ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
ფოტო: თეგეტა
თეგეტას 30-წლიანი გზა და ადამიანები, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან თეგეტა ჰოლდინგმა — თანამშრომლების დაჯილდოება 2025-ის განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა. 10-, 15-, 20- და 30-წლიანი გამოცდილების თანამშრომლებს საგანგებოდ შერჩეული ჯილდოები საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი ოფიცერი: “თეგეტასათვის გუნდი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ბიზნესი მეტად წარმატებული, განვითარებაზე ორიენტირებული და პროგრესულია. როდესაც ვაფასებთ თეგეტას გზას ერთი პატარა მაღაზიიდან ავტოინდუსტრიის ლიდერობამდე მართლაც გვეამაყება. სწორედ თეგეტელების დამსახურებაა, რომ გუნდის ასეულობით წევრს აერთიანებს, გვყავს 10-15-20 და 30 წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთა ერთგულებითა და შრომით შეიქმნა ბრენდი, რომელსაც დღეს მთელ რეგიონში იცნობენ და ენდობიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის“.
ფოტო: თეგეტა
დღეს თეგეტა ჰოლდინგში 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 100-ზე მეტს 10-წლიანი გამოცდილება აქვს, 80-მდე თანამშრომელი 15 წელს ითვლის, 13 თეგეტელი უკვე 20 წელია გუნდის წევრია, ხოლო 3 ადამიანი კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობს. ასეთ ერთგულებას თეგეტაში კონკრეტული მიზეზით ხსნიან — კომპანიამ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო, სადაც პირადი და ორგანიზაციული მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, ერთად გატარებული წლები საერთო მომავალში კონცენტრირდება.
ფოტო: თეგეტა
რუსუდან სანიკიძე, თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: „თეგეტაში თანამშრომელთა მრავალწლიანი ერთგულება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის, ეს არის სოციალური კაპიტალის დაგროვების ფორმა. როდესაც ადამიანი კომპანიაში ათწლეულებს ატარებს, ეს მეტყველებს არა მხოლოდ მის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ იმაზე, რომ ორგანიზაცია საკუთარი თანამშრომლებისთვის სტაბილურობის, ღირსებისა და თვითრეალიზაციის სივრცეა.
დაჯილდოების ეს ღონისძიება არ არის უბრალოდ სამსახურში გატარებული წლების აღნიშვნა, ეს არის გზის, ურთიერთობისა და თანაზიარების აღიარება. იმ გზის, რომელსაც ორგანიზაცია და ადამიანი ერთად გადიან, ერთმანეთისგან უამრავს სწავლობენ და ერთმანეთს აყალიბებენ“.
ფოტო: თეგეტა
დაჯილდოების ცერემონიისთვის ახალი ვიზუალური იდენტობა შეიქმნა და თითოეული დეტალი საგანგებოდ გაიწერა. ვილა მოსავლის განახლებულ სივრცეში 195 თანამშრომლის პატივსაცემად სახელობითი დროშები გამოიფინა. განსაკუთრებული იყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილიც.
ფოტო: თეგეტა
თეგეტელებთან ერთად ჰყვებოდა კომპანიის ისტორიას ის ჯილდოც, რომელიც ცერემონიისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. კონცეფცია და დიზაინი NS Product-თან თანამშრომლობით შემუშავდა. საბოლოო ფორმა კი ვენეციაში DE Castelli-ს მეტალის ცნობილ საამქროში მიიღო, სადაც იტალიელმა ოსტატებმა დიზაინი ქაღალდიდან რეალობად აქციეს.
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: “ჩვენი თანაგუნდელების შრომა და ერთგულება ის მტკიცე საძირკველია, რომელსაც თეგეტა ემყარება. გვინდოდა, მადლობის ნიშნად ისეთი ჯილდო შეგვექმნა, რომ მათთან ერთად კომპანიის განვლილი გზა მოეყოლა. ნამუშევარში ის მახასიათებლები გავაერთიანეთ, რომლებიც სწორედ ჩვენმა თანამშრომლებმა შექმნეს — განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი, დინამიკურობა და არქიტექტურული ფორმები, რაც ჰოლდინგის ინფრასტრუქტურას გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება და ზრუნვა არა მხოლოდ ერთჯერადად გამოხატული მადლიერების ნიშანია, არამედ ერთად გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი“.
ფოტო: თეგეტა
წარმატების ისტორიები და ნაბიჯები კომპანიამ ერთ წიგნად შეკრა, რომელიც თანამშრომელთა გამოცდილებას, გამოწვევებსა და ემოციებს აღწერს. ეს ერთგვარი კატალოგია, რომელიც თეგეტას მიერ განვლილ სამ ათეულ წელს საკუთარი გუნდის წევრების პერსპექტივიდან ჰყვება.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: “ყველა მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის უკანაც თეგეტას თანამშრომლები დგანან, სტრატეგიულ კომუნიკაციებში იყრის თავს. გვინდოდა, ექსკლუზიური, გამორჩეული და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ამბებისთვის ერთად მოგვეყარა თავი. ვფიქრობთ, ეს პერსონალური ისტორიები კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოაჩენს. გვსურს, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ჰქონდეს. ამ მიზანს სისტემაში აქცევს ჩვენი CSR სტრატეგია, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ კომპანიის გუნდის წევრების კეთილდღეობასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ეთმობა. თანმიმდევრულად მივყვებით არჩეულ გზას და ამ გზაზე მთავარი სტიმული და ენერგია სწორედ თეგეტას გუნდია“.
თეგეტა ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი ამაყობს საკუთარი ისტორიით, რომელიც გვიამბობს, როგორ იქცა პატარა კომპანია სულ რამდენიმე წელიწადში რეგიონის ლიდერ ბრენდად და, თავის გუნდთან ერთად, დღემდე ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ქმნის.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები