თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
რუსეთუს მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ამ რთულ პერიოდში რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემს. აღნიშნული განცხადება მან საქართველოს მოქალაქე აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე საუბრისას გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გაგლოევმა აღნიშნა, რომ მეარაყიშვილის ჩხრეკისას ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებიც მის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს.
"მიმდინარეობს გამოძიება და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი საჯაროდ არის ცნობილი. არსებობს ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებებში მის მონაწილეობას ადასტურებს," — განაცხადა გაგლოევმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ არ დაუშვებს ვინმემ ჩაშალოს ბავშვების დღესასწაული ცენტრალურ მოედანზე, სადაც მთავარი საახალწლო ნაძვის ხეა განთავსებული, და რომ პროვოკატორები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.
"თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი გაუფუჭოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს", — განაცხადა ე.წ პრეზიდენტმა.
გაგლოევმა აღნიშნა, რომ მეარაყიშვილს წარსულშიც არაერთხელ ყოფილა სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი, თუმცა სასამართლოში ყოველთვის იმარჯვებდა.
"ის ხელისუფლების მიმართ მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა მასზე ზეწოლის განზრახვა არც ყოფილა და არც არის. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ის იქნებოდა გასამართლებული," — განაცხადა გაგლოევმა.
რაც შეეხება ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებაზე მის განცხადებებს, რომელთა შესახებაც მეარაყიშვილი ვიდეომიმართვებში ხშირად საუბრობდა, გაგლოევის თქმით, მისთვის მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამთ.
მისივე განცხადებით, ვინაიდან იგი საქართველოს მოქალაქეა, მას სთხოვეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 22 დეკებერს დააკავეს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ქართველია აქტივისტი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
- უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
- ოკუპირებულ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
- DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
- თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
- სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს
- ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები