260 000 000 ლარი — თეგეტა ჰოლდინგმა ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB)
- ემისია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა
ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანია თეგეტა ჰოლდინგმა ლარში დენომინირებული, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) წარმატებით განათავსა. ემისიის მოცულობა 260 მილიონი ლარია. საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ეს ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული SLB ობლიგაციების პირველი შემთხვევა და ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 6m + 3%-ით განისაზღვრა.
ფოტო: თეგეტა
ობლიგაციების ძირი თანხის 50% 3 წელიწადში დაიფარება, მეორე ნაწილი კი — 5-ში. ინვესტორები სარგებელს ნახევარწლიურად მიიღებენ. მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია — მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაწილი ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძინეს.
ემისიის შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გამოიყენება.
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსება ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტოა. ეს ნაბიჯი ნათლად ადასტურებს თეგეტა ჰოლდინგის, როგორც გამოცდილი და მაღალი სანდოობის კორპორაციული ემიტენტის, ძლიერ პოზიციას. ამასთანავე, ასახავს ჩვენს სტრატეგიულ ხედვას — განვავითაროთ ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც SLB სტანდარტებს შეესაბამება და საერთო ეკოლოგიური სარგებელი მოაქვს.
მივყვებით გრძელვადიან სტრატეგიას და განვაგრძობთ ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, აძლიერებს ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას და ამყარებს ჩვენს ლიდერ პოზიციას რეგიონში. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფინანსური ინსტრუმენტები არა მხოლოდ ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მეორე მხრივ კი ხსნის ახალ შესაძლებლობებს კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით საავტომობილო სექტორში“.
ფოტო: თეგეტა
ემიტენტის მიერ აღებული ვალდებულებების ჩარჩო დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციით მომზადდა. მკაფიოდ გაწერილი მიზნები პროსპექტით გათვალისწინებულ ვადებში უნდა შესრულდეს. მდგრადი ტრანსფორმაციის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგი პასუხისმგებლობას იღებს, შექმნას სრულად დაბალემისიანი ბიზნესმოდელი, ასევე SLB ემისიით მობილიზებული თანხის ნაწილი ლიზინგისა და ფლიტ-მენეჯმენტის მიმართულებების განვითარებაზე დახარჯოს, რაც საქართველოსა და სომხეთში ავტოპარკების ეტაპობრივ ჩანაცვლებასა და ეკომეგობრული, ჰიბრიდული და ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილის ზრდას უზრუნველყოფს. ამასთანავე, თეგეტა ვალდებულია, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარება შეუფერხებლად გააგრძელოს.
ლესლი ბეარმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: “მოხარულები ვართ, თეგეტასთან პარტნიორობის გაღრმავებით. 2023 წელს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოვუშვით საქართველოში პირველი მწვანე ობლიგაციები ლარში, ახლა კი მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციები ლარში. ეს ტრანზაქცია არა მხოლოდ მწვანე ტრანსპორტს ავითარებს; ლარში გამოშვებით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრების გაღრმავებაში და ქმნის სერიოზულ პრეცედენტს დეკარბონიზაციასთან შესაბამისი ინვესტიციებისთვის კავკასიის რეგიონში“.
ფოტო: თეგეტა
მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები თეგეტა ჰოლდინგმა თიბისი კაპიტალთან და გალტ & თაგარტთან პარტნიორობით გამოუშვა. ტრანზაქციის იურიდიული მრჩევლები BLC და Dentons იყვნენ.
გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: “მოხარულები ვართ, კიდევ ერთხელ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც თეგეტა ჰოლდინგია. 260 მილიონ ლარამდე მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც კომპანიისთვის, ისე ბაზრისთვის.
ეს ტრანზაქცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და წამყვანი ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი მასშტაბური, გრძელვადიანი ინსტრუმენტების შეთავაზებისთვის მზად არის. თეგეტა კვლავ ამყარებს პოზიციას, როგორც აქტიური ემიტენტი, ხოლო ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ნათლად მიუთითებს ბაზრისადმი ნდობასა და განვითარების მზარდ პოტენციალზე“.
ფოტო: თეგეტა
მდგრადობასთან დაკავშირებულ ტრანზაქციას თეგეტა თიბისი კაპიტალთან ერთად უკვე მეორედ ახორციელებს. 2023 წელს საფინანსო ინსტიტუტი თეგეტა ჰოლდინგის მწვანე ემისიის მხარდამჭერი იყო.
ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი: “თიბისი კაპიტალსა და თეგეტა ჰოლდინგს მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჯამურად უკვე 600 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაცია გვაქვს გამოშვებული. ბოლო, 260 მილიონი ლარის, ფასიანი ქაღალდების ემისია ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ. ხაზგასასმელია, რომ ეს მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციაა, რომელიც ლარშია დენომინირებული. მსგავსი ტრანზაქციების მხარდაჭერა თიბისი კაპიტალისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. თეგეტა ჰოლდინგის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებამ საქართველოში შექმნა რეალური შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური მოცულობის დაფინანსება მოიზიდონ”.
ქართული კაპიტალის ბაზარზე თეგეტამ პირველი წარმატებული ემისია 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. კომპანიის პორტფელშია ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოშვება. 2023 წელს კი, საავტომობილო სექტორში, რეგიონის მასშტაბით პირველად, თეგეტა ჰოლდინგმა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და ავტოსფეროში ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) პრინციპების დანერგვას შეუწყო ხელი.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები