ფრანგული კინოს ლეგენდა ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტო: Alamy
ფრანგი კინოვარსკვლავი, მომღერალი, მოდელი და აქტივისტი ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის დაფუძნებული ფონდი ავრცელებს. ბარდომ, რომელიც ახალგაზრდული მეამბოხეობისა და სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ეპოქალური როლი ითამაშა ცხოველთა უფლებადამცველ აქტივიზმშიც და 1986 წელს დააფუძნა ფონდი, რომელიც 75 ათასამდე წევრს აერთიანებს.
"ბრიჟიტ ბარდოს ფონდი პატივს მიაგებს იმ განუმეორებელი ქალის ხსოვნას, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რათა სამყარო ცხოველებისადმი უფრო ლმობიერი გამხდარიყო", — წერს ფონდი, — "მისი მემკვიდრეობა მუდამ იცოცხლებს ფონდის საქმიანობაში, რომელიც ჩვეული შემართებით და პრინციპებისადმი ერთგულებით გაგრძელდება".
1934 წელს, პარიზის საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული ბრიჟიტ ბარდო, რომელიც ბალერინობას აპირებდა, 15 წლის ასაკში ჟურნალ Elle-ის გარეკანზე მოხვდა და რეჟისორ მარკ ალეგრესა და მისი ასისტენტის, როჟე ვადიმის, ყურადღება მიიქცია. მასზე ექვსი წლით უფროსი ვადიმი მოგვიანებით მსახიობის პარტნიორი გახდა და დიდი როლი ითამაშა ბარდოს ვარსკვლავური კარიერის დაწყებაში.
ბარდომ სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და სახელი გაითქვა ღიად ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობით. სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მიჩნეული ვარსკვლავი სიმონ დე ბოვუარის ესეს ლოლიტას სინდრომის მთავარი გმირიც გახლდათ, რამაც "საფრანგეთში ყველაზე თავისუფალი ქალის" სახელი მოუტანა.
"გოგოები ყველგან ბრიჟიტ ბარდოს მსგავსად დადიან, იცვამენ და იკეთებენ ვარცხნილობას, ნატრობენ, რომ მასავით თავისუფალ პიროვნებად იქცნენ", — წერდა ჟურნალი Life 1961 წელს.
"თავისუფალი ცხოვრების" სიმბოლოდ მოიხსენია ბარდო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც, რომელიც მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა.
"მისი ფილმები, მისი ხმა, მისი თვალისმომჭრელი დიდებულება, მისი სახელის ინიციალები, მისი მწუხარება, მისი თავდაუზოგავი ბრძოლა ცხოველთა უფლებებისთვის, მისი სახე, რომელიც მარიანად (საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოდ) იქცა. საუკუნის ლეგენდის დაკარგვას ვგლოვობთ", — დაწერა მაკრონმა X-ზე.
ფოტო: Sunset Boulevard / Corbis Historical / Getty Images
1973 წელს, 39 წლის ასაკში, ბარდომ სამსახიობო კარიერა დაასრულა და გადაწყვიტა, მთელი ძალისხმევა ცხოველთა უფლებების დასაცავად მიემართა.
"ახალგაზრდობა და სილამაზე კაცებს შევწირე, ახლა კი მსურს, ჩემი გამოცდილებით და ჭკუით საუკეთესო არსებებს, ცხოველებს, დავეხმარო", — განაცხადა ბარდომ 1987 წელს, როცა თავისი ფონდისთვის ფინანსების მობილიზებისთვის საკუთარი ნივთები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.
ბარდოს საკულტო ფიგურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მისი გამორჩეული ჩაცმულობის სტილი და ვარცხნილობა, რამაც ვარსკვლავი მოდის ფუძემდებლადაც კი აქცია.
"იგი ბუნებრივი გახლდათ, ფეხშიშველა დადიოდა, თმას დიდად არ ივარცხნიდა და მაკიაჟს არ ატარებდა. ასეთი იყო თავისუფლებისა და ახალგაზრდობის ხატი", — აღნიშნა ბრიტანელმა წამყვანმა და კოლექციონერმა ჯეიმს ჰაიმენმა 2009 წელს, როცა მსახიობის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.
ფოტო: Jacques Brinon / AP / PA Photos
ბარდო თავისი თაობის ვარსკვლავებში გავრცელებულ ტენდენციასაც არ აჰყოლია და ასაკის მატებასა და გარეგნობის ცვლილებას ისე შეხვდა, პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს.
ვარსკვლავურ კინოკარიერასა და აქტივიზმთან ერთად, ბრიჟიტ ბარდომ 60-ზე მეტი სიმღერა გამოუშვა და დაწერა ხუთი წიგნი. ბარდოს 1985 წელს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი, მიენიჭა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები