ომბუდსმენი: ["შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში] შეტანილი ცვლილებები ამძიმებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ოცნების პარლამენტის მიერ დემონსტრაციების შემზღუდველი კანონების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე ისაუბრა.
იოსელიანმა განაცხადა, რომ აპარატმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, ნიღბის აკრძალვა შეკრებისა და მანიფესტაციის კონტექსტში არაპროპორციული შეზღუდვაა და ეს საკითხიც იქნება საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი.
"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები რამდენიმე ეტაპად იქნა მიღებული. ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს, რომ შეეფასებინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ეს ცვლილებები საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ამჟამად ამ შეფასებებზე დაყრდნობით, მათ შორის ცვლილებების სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე. საკმარისი სამართლებრივი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ სასარჩელო მოთხოვნას.
ნიღბის აკრძალვის თაობაზე თავის დროზე განცხადებაც გავაკეთეთ და ეს რეგულაცია უარყოფითად შევაფასეთ. შესაძლოა არსებობდეს სრულიად ობიექტური მიზეზი, რის გამოც აქციის მონაწილისთვის ნიღბის ტარება აუცილებელიც კი იყოს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა და ნიღაბი დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. შესაბამისად, ნიღბის აკრძალვა შეკრებისა და მანიფესტაციის კონტექსტში არაპროპორციული შეზღუდვაა. ეს საკითხიც იქნება ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეკრება არ გულისხმობს მხოლოდ პარლამენტის წინ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს. შეკრება ნიშნავს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ სხვადასხვა სოციალური საკითხის შესახებ აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას. ეს კანონი ყველა ასეთ შეკრებას ეხება. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები არა მხოლოდ არ აუმჯობესებს, არამედ ამძიმებს კიდეც ადამიანის უფლებების მდგომარეობას," — განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენმა ინტერვიუში ასევე ადმინისტრაციული დაკავებებზე და ჯარიმებზე ისაუბრა. იოსელიანის განცხადებით, ადმინისტრაციული დანაშაულის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმების ზრდა მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.
"სასამართლო გადაწყვეტილებების მონიტორინგს ჩვენ არ ვახორციელებთ, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ არსებულ ტენდენციებზე. მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, 2023-2024 წლებში ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სასჯელის ფორმა, სასამართლოებში შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა, 2025 წელს კი როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების რაოდენობა, ისე მისი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ წინა წლებში სასამართლო ხშირად შემოიფარგლებოდა გაფრთხილებით ან ჯარიმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმების ოდენობაც - თუ ადრე ჯარიმა 500 ლარს შეადგენდა, დღეს ის 5.000 ლარამდეა გაზრდილი. ჯარიმების ასეთი არაპროპორციული ზრდა, ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე," — აღნიშნა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო-ოდირმა ნეგატიურად შეაფასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონს, რომელიც აქციაზე მყოფ ადამიანებს, განურჩევლად საჭიროებისა, ნიღბის გამოყენებას უკრძალავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები