ჯივიპიმ 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წელს Aqualia-ს სტრატეგიული გეგმის ფარგლებში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის ინფრასტრუქტურის მდგრადობა და მომსახურების ხარისხი.
2025 წელს ჯივიპიმ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ინვესტიციების 55%-ზე მეტი წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების განახლება- რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. ინვესტირება ასევე განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ქსელების ზონირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებით.
2025 წლის განმავლობაში განხორციელებული 400-ზე მეტი პროექტის შედეგად არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორის:
შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის სიხშირე
- თბილისში 10.57%-ით
- რუსთავში 22.98%-ით
შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები
- თბილისში 15.48%-ით
- რუსთავში 12.17%-ით
შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის საშუალო დრო
- თბილისში 6.30 საათამდე
- რუსთავში 4 საათამდე
შემცირდა წყალმომარაგების ქსელის დაზიანების სიხშირე
- წყალმომარაგების ქსელზე 2%-ით
- წყალარინების ქსელზე 13%- ით
თბილისის კანალიზაციის ქსელში პრევენციული სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა 55 კმ-ზე მეტრი ქსელი.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლების მიზნით 2025 წელს არაერთი პროექტი შედგა, მათ შორის ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაცია, რომელიც ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. მიმდინარე წელს ჯივიპიმ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, 100 კმ ქსელი განაახლა, 1650-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და 110 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა.
ქსელის სარეაბილიტაციო პროექტებს შორის აღსანიშნავია:
- ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
- აწყურის ქუჩის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია;
- ალექსიძის ქუჩის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია;
- ევდოშვილის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
- საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;
- ინოვაციების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- რუსთავში, ხრამის მაგისტრალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
- რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
რაც შეეხება სტრატეგიულ პროექტებს, კომპანიამ 2025 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებებით ჯამში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა:
- ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის დაზიანებული მონაკვეთების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
- სამგორის სათავე ნაგებობის, ზემო პლატოს სატუმბი სადგურისა და გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების, ასევე ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექრების რეაბილიტაცია;
- სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;
- ბახტრიონის სატუმბი სადგურის რებილიტაცია;
- რუსთავში არსებული სატუმბი სადგურების ელექტრო სისტემების რეაბილიტაცია.
მაგისტრალური მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯივიპიმ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები — გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფს შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.
2025 წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მის ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 192 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რის გამოც 65,758 აბონენტის მომსახურება გაუმჯობესდა. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა. დაიზოგა 5.3 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი. ისანი–სამგორის რაიონში პროექტი უკვე დასრულდა.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით 2025 წელს შეიქმნა განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებლის პერსონალური კაბინეტით, რომელიც ჯივიპის აბონენტებს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.
2025 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასიას საგანმანათლებლო ეტაპი განახორციელა. თბილისის 100 სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ ინტერაქციული და სახალისო ფორმით მიიღო ინფორმაცია წყლის სრული ციკლის შესახებ.
2025 წელს Aqualia-სთან ერთად ჩვენ აქტიურად დავძლიეთ სისტემური გამოწვევები და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები მომსახურების ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. წყალმომარაგება უწყვეტი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს მუდმივ განახლებასა და მაღალტექნოლოგიურ მართვას.
ჩვენი ვალდებულებაა, მოსახლეობამ მიიღოს გარანტირებული, ხარისხიანი წყალმომარაგება, ხოლო ინფრასტრუქტურა იყოს საიმედო და მდგრადი. 2025 წლის შედეგები ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი სამომავლო გეგმა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტ მასშტაბურ პროექტს მოიცავს, იმისთვის, რომ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემი მოდერნიზება განხორციელდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები