ირაკლი კობახიძე: 10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6%
10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6%, — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს.
"თვისებრივად განახლდა ჩვენი გუნდი. შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა უარყოფითი პროგნოზები. რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად დაგეგმილი კამპანიის შედეგი. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვახერხებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. 10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტირებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის. პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს. ერთ სულ მოსახლეზე გადასცდება პირველად ასევე 10 000 დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად ასევე 30 000 დოლარს.
ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", — აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, 100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.
"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საგარეო ვალი შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლისთვის საგარეო ვალმა მიაღწია მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, გადააჭარბა 60%-ს და გვაქვს მუდმივი კლება. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგი.
ასევე, მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მლრდ დოლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები