ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2025 წელს გარდაიცვალნენ
ფოტო: On.ge
კინოდან მოდის ინდუსტრიამდე, საქართველოდან ვატიკანამდე — 2025 წელს მსოფლიომ არაერთი ეპოქალური ფიგურა დაკარგა. ამ სტატიაში ვიხსენებთ გასულ წელს გარდაცვლილ იმ კინოხელოვანებს, მუსიკოსებს, მწერლებსა და სხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებმაც გარდამტეხი როლი ითამაშეს ჩვენი დღევანდელობის თუ კულტურული ტენდენციების ჩამოყალიბებაში.
დევიდ ლინჩი
ფოტო: Marcus Yam / Los Angeles Times
ცნობილი რეჟისორი, მხატვარი, მუსიკოსი და მსახიობი დევიდ ლინჩი, რომელიც ამერიკულ კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, 20 იანვარს გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი სიურრეალისტური ესთეტიკა იმდენად გამორჩეული გახლდათ, რომ ცალკე სახელდებულ სტილად, ლინჩისეულად ჩამოყალიბდა. ლინჩს, რომელიც მთელი ცხოვრება აქტიური მწეველი იყო, ფილტვის ემფიზემა ჰქონდა და ამ დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.
მიშელ ტრაქტენბერგი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრაქტენბერგი, რომელმაც მაყურებელს თავი Gossip Girl-ში, Buffy The Vampire Slayer-სა და ევროტურში შესრულებული როლებით დაამახსოვრა, 26 თებერვალს გარდაიცვალა 39 წლის ასაკში. მსახიობის ოჯახმა რელიგიური მრწამსის გამო უარი თქვა ავტოფსიის ჩატარებაზე, ექსპერტიზამ კი მოგვიანებით ტრაქტენბერგის გარდაცვალების მიზეზად ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას მოყოლილი დიაბეტის გართულება დაასახელა.
ლ. ჯ. სმითი
ფოტო: ljanesmith.net
ამერიკელი მწერალი ლიზა ჯეინ სმითი 8 მარტს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სმითი ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრების 20-ზე მეტი წიგნის ავტორი იყო; მათგან ყველაზე ცნობილი ვამპირის დღიურების სერიაა, რომლის ამავე სახელწოდების ტელეეკრანიზაცია მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სმითის აგენტის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მწერალი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა მუშაობას და სამი გამოსაქვეყნებელი რომანი დატოვა.
მარიო ვარგას ლიოსა
ფოტო: Expansión
მსოფლიოში აღიარებული პერუელი მწერალი, რომლის სრული სახელი ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა იყო, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა 13 აპრილს. ვარგას ლიოსა ლათინურამერიკული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე გახლდათ, რომლის პოპულარულ რომანებს შორისაა ვაცის ნადიმი, ცუდი გოგოს ოინები და ბოლო ჟამის ომი. 2010 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.
პაპი ფრანცისკე
ფოტო: Getty Images
კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლი, რომის პაპი ფრანცისკე, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე არგენტინიდან იყო და გახლდათ რომის პირველი იეზუიტი და ლათინურამერიკელი პაპი. იგი პონტიფის პოზიციაზე კონკლავმა 2013 წელს აირჩია. თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, პაპი ფრანცისკე ღიად საუბრობდა მარგინალიზებული ჯგუფების, მათ შორის, ემიგრანტებისა და ლგბტქ ადამიანების, მიმღებლობასა და ეკლესიის როლზე სოციალური სამართლიანობის, გარემოსა და ინკლუზიურობის დაცვაში.
ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგ მაჭავარიანი
ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. მაჭავარიანი 1996 წლიდან ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო. მისი ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში არაერთი პრემიერა შედგა. მაჭავარიანი ასევე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი, ამასთან, თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის ორკესტრებთან და საოპერო დასებთან. მას ასევე არაერთი მუსიკალური თხზულება აქვს დაწერილი.
მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ჟურნალების არილისა და ცხელი შოკოლადის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხარბედია 2 ივნისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხარბედიას სამჯერ ჰქონდა მიღებული პრემია საბა, მათ შორის, 2021 წელს ჟურნალ არილთან ერთად — ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, იგი იყო ღვინის კლუბის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.
ოზი ოსბორნი
ფოტო: Kevin Winter / Getty Images
პოპულარული ინგლისელი მუსიკოსი, "წყვდიადის პრინცად" წოდებული ოზი ოსბორნი 22 ივლისს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. ჯგუფ Black Sabbath-ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც სიცოცხლეში 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, სიკვდილამდე სამი კვირით ადრე კარიერა უკანასკნელი კონცერტით დაასრულა. ოსბორნი ექსცენტრიული ფიგურა იყო და არაერთ სკანდალში გახლდათ გახვეული. ამის მიუხედავად, მისი ვარსკვლავები გახსნილია როკ-ენ-როლისა და ჰოლივუდის დიდების ხეივანებში. მუსიკოსს რამდენიმე წლის წინ პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
ელდარ შენგელაია
ფოტო: არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, შერეკილების, ცისფერი მთებისა და არაჩვეულებრივი გამოფენის შემქმნელი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. კინოხელოვნებასთან ერთად, შენგელაია პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი.
რისმაგ გორდეზიანი
ფოტო: გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი
ქართველი აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა 13 აგვისტოს. გორდეზიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ელინისტი და თავისივე დაფუძნებული კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი. გორდეზიანს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 2003 წელს მას ღირსების ორდენი მიენიჭა, 2010 წელს — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 2021 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქეც გახდა.
მამუკა ჩარკვიანი
ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი 21 აგვისტოს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში დაბადებული მუსიკოსი თვითნასწავლი იყო. მამუკა ჩარკვიანი 2000 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2014 წელს კი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. 2023 წელს მას თბილისი საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.
მანანა მენაბდე
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცნობილი ქართველი მუსიკოსი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 2 სექტემბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დები იშხნელების ოჯახში დაბადებულმა მენაბდემ მსმენელს თავი გამორჩეული შესრულების მანერით, ინდივიდუალური სტილითა და მულტიჟანრობრივი რეპერტუარით დაამახსოვრა. მუსიკის გარდა, იგი წერდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, ხატავდა, ამზადებდა კერამიკულ ნაკეთობებს და მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში.
ჯორჯო არმანი
ფოტო: WWD
მოდის იტალიელი დიზაინერი და ბრენდ Armani-ის დამფუძნებელი ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. არმანი მოდის ინდუსტრიაში საკულტო ფიგურად იყო მიჩნეული, მან დიდი როლი ითამაშა წითელი ხალიჩის და, ზოგადად, ვარსკვლავების სტილის ჩამოყალიბებაში. დიზაინერმა ასევე შექმნა კოსტიუმები 100-ზე მეტი ფილმისთვის.
დაიან კიტონი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი მსახიობი და ახალი ჰოლივუდის მიმდინარეობის ერთ-ერთ სახედ მიჩნეული დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა 11 ოქტომბერს. ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კიტონის კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი ვუდი ალენთან თანამშრომლობითაც იყო ცნობილი — კიტონი მის რვა ფილმში გამოჩნდა.
კრის რია
ფოტო: AP / Christof Stache
ინგლისელი მუსიკოსი კრის რია, რომელმაც მსოფლიოში სახელი ისეთი ჰიტებით გაითქვა, როგორებიცაა Driving Home For Christmas, Looking for the Summer და And You My Love, 74 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 22 დეკემბერს. როკისა და ბლუზის სიმღერების ავტორ-შემსრულებელს მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
ბრიჟიტ ბარდო
ფოტო: Alamy
ფრანგი კინოვარსკვლავი, მომღერალი, მოდელი და აქტივისტი ბრიჟიტ ბარდო 28 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბარდომ სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და სახელი გაითქვა ღიად ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობით. იგი სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იყო მიჩნეული. 39 წლის ასაკში მან სამსახიობი კარიერა დაასრულა და ცხოველთა უფლებების დასაცავად აქტივისტური საქმიანობა დაიწყო, ამასთან, დააფუძნა ფონდი ცხოველების დასახმარებლად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები