დოლიძე: მოტივირებულ შენიშვნებს ორი მშობელი ჰყავს - ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
ანა დოლიძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი და მას "ორი მშობელი" ჰყავს ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები:
"მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი: ერთი ქართული ოცნება, რომლის მიერაცაა ინიცირებული, შექმნილი, ან საერთაშორისო ვალდებულებად აღებული პირველი ხუთი საკითხი. მეორე მშობელი - ოპოზიციური პარტიები არიან.
მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუციას შესძინონ "თანხმობის დოკუმენტი ელფერი" და "გადაარჩინონ ის ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსისაგან".
საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ კონსენსუსისა და თანხმობის ვეტოა. მისივე თქმით, დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და მას აქვს მხოლოდ ერთი პარტიის "კუთვნილება", ხოლო პრეზიდენტი ამ ვითარებიდან გამოსავალს გვთავაზობს:
"ეს ისტორიული ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად".
დოლიძის თქმით, ქართულის ოცნების "ოცნება" იყო, რომ 2020 წელს საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციულზე გადასულიყო და ამ ცვლილების გადადება "სამართლიანი საარჩევნო სისტემის" დამკვიდრების გაშვებული შესაძლებლობაა:
"არსებობს შესაძლებლობა, რომ ქართულმა ოცნებამ გადადგას ისტორიული ნაბიჯი და ძალაში შეიყვანოს და განახორციელოს საკუთარი ოცნება და საქართველო გადაიყვანოს დემოკრატიული განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზე. ამას უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც, როგორც რეალური ნაბიჯი უზრუნველყოფს საკუთარი ხმების მხარდაჭერას ამ პროექტისათვის".
გამოსვლის დასასრულს ანა დოლიძემ პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.
9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო. ეს პრეზიდენტის რიგით მეათე ვეტოა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ექვსი შენიშვნიდან პირველი ოთხი საკითხი არის ის ვალდებულებები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიისგან აიღო. ესენია: ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხი ეხება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ხოლო მეექვსე - პრეზიდენტის არჩევის წესს, რომლის განხილვაც მან სამომავლოდ, ორპალატიანი სისტემის შემოღების დროისთვის გადადო.
გუშინ, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები