"აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას არ მიიჩნევს თვითმიზნად" — ოკუპირებული აფხაზეთი საგარეო უწყებას
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისეი ბიგვავამ არაკონსტრუქციულად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მოწოდებები ვენესუელის ხელისუფლებისადმი, გააუქმონ აფხაზეთის აღიარება.
"ქართული პოლიტიკური სპექტრის გარკვეული წარმომადგენლების მცდელობები, საერთაშორისო პროცესები საკუთარი პოლიტიკური მოლოდინების საფუძველზე განმარტონ, ობიექტურად არ ასახავს არსებულ რეგიონულ და საერთაშორისო რეალობას. ე.წ. არაღიარების პოლიტიკის ან იმ სახელმწიფოების გადაწყვეტილებების შესაძლო გადახედვის შესახებ განცხადებებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, არ აქვთ იურიდიული საფუძველი და არ უწყობს ხელს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას", — ბიგვავას კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება რიგი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის ვენესუელის, ბოლივიის რესპუბლიკის მიერ, წარმოადგენს მათი სუვერენული უფლების განხორციელებას, გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას არ მიიჩნევს თვითმიზანად", — აცხადებს ბიგვავა.
ბიგვავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა თანმიმდევრულად იცავს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და არ აკეთებს კომენტარს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, ყურადღებით და პასუხისმგებლობით განვიხილოთ ნებისმიერი სიგნალი, რომელიც მიუთითებს რეგიონული პოლიტიკისადმი უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომის სურვილზე", — აღნიშნა ბიგვავამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი თანაარსებობის, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპების მიმართ. ქვეყნის ხელისუფლება ღიაა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპების დაცვით".
ვენესუელა მესამე ქვეყანაა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთისა და ნიკარაგუას შემდეგ, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.
აშშ-ს მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ოცნების ხელისუფლების საგარეო უწყებამ X-ზე დაწერა, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები — აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი — დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გამოიწვევს ამ უკანონო გადაწყვეტილების გადახედვას".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები