ტრამპი დელსი როდრიგესს აფრთხილებს, "თუ სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ, მადუროზე დიდსაც".
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა განახორციელოს, თუ ადმინისტრაციის დარჩენილი წევრები აშშ-თან არ ითანამშრომლებენ — ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამავე კონტექსტში ტრამპმა კოლუმბიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ოპერაცია "კოლუმბია" მისთვის კარგად ჟღერს.
The Atlantic-ის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე დასძინა, რომ "თუ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი "სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ, მადუროზე დიდსაც".
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-მ კარაკასზე "მასშტაბური დარტყმები" დაიწყო.
4 იანვარს, ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი დანიშნა. თავდაპირველად როდრიგესმა სიტყვით გამოსვლისას აშშ აგრესიულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და ნიკოლას მადუროს გათავისუფლება და დაბრუნება მოითხოვა.
მოგვიანებით როდრიგესმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ის "ისწრაფვის იცხოვროს გარე საფრთხეების გარეშე" — The New York Times-ის შეფასებით, როდრიგესმა ბოლო განცხადებით "შეარბილა" დამოკიდებულება აშშ-თან.
"ჩვენ ვიწვევთ აშშ-ის მთავრობას, ითანამშრომლოს ჩვენთან საერთო განვითარებისკენ მიმართული თანამშრომლობის დღის წესრიგის ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში და გააძლიეროს საზოგადოებებს შორის მდგრადი თანაცხოვრება," — წერს როდრიგესი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები