იგორ გიორგაძე: რის გამო უნდა აიძულოს რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდნენ საქართველოს?
უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელსაც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება ედება ბრალად, სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც "საქართველოში დაბრუნებაზე", რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედსა და "საქართველოს ისტორიულ გამოწვევებზე" საუბრობს. მისი თქმით, "ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან ილუზია, რომ საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანონ და ისინიც წამზე, მორჩილი ცხვრებივით დაუბრუნდებიან საქართველოს".
"ეს არ მოხდება. ან კი რის გამო უნდა აიძულოს რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდნენ საქართველოს, როცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლი ყველა სახელმწიფო ორგანის მიუთითებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად ყველა ღონე იხმაროს? ამიტომ, აუცილებელია ვიმსჯელოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან წარსული ერთობის აღდგენაზე, რისიც გულწრფელად მწამს", — ამბობს იგორ გიორგაძე ვიდეოში.
მისივე თქმით, მის "მშობლიურ საქართველოში დაბრუნების საკითხი დგას არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ სიბრტყეში".
"რაც ჩემს გარშემო ხდება, არანაირი კავშირი არ აქვს იურისპრუდენციასთან და სამართლიანობასთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესი თითქმის 10 წელი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ არანაირი მტკიცებულება, ჩემი მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების.
საერთაშორისო ექსპერტების აზრით, სასამართლო პროცესს მიზანმიმართულად აფერხებენ და ამას მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს.
ცნობისთვის, იმავე 2016 წელს, როცა პროცესი დაიწყო, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ თვე ნახევრის განმავლობაში ჩემი საკითხი განიხილა და ჩემზე საერთაშორისო ძებნა მოხსნა, ჩათვალეს, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. და 10 წელია ადგილობრივ ძებნაში ვარ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ. ჩემი იურისტები მსაყვედურობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი მეორე პრეცედენტი არ არსებობს", — აცხადებს გიორგაძე.
მესამე ეპიზოდში გიორგაძე "საქართველოს ისტორიულ გამოწვევებზე" საუბრობს და ანტიევროპულ პროპაგანდას ეწევა.
"ევროპელმა ლიდერებმა არჩევანის წინაშე დაგვაყენეს. ან ჩვენი ევროპულ ლიბერალური ფასეულობებით იცხოვრებთ, სრული ლგბტ ნაკრებით, დაწყებით სკოლებში ბავშვებს სექსუალურ განათლებას მისცემთ, ერთსქესიანი ქორწინებისადმი ტოლერანტობითა და სქესის შეცვლის სხვა სიამტკბილობებით, რასაც საბავშვო ბაღებიდან ეყრება საფუძველი, მაშინ გექნებათ დოვლათი და შეგეძლებათ დაუბრკოლებლად გადაადგილებას ჩვენს ცივილიზებულ ქვეყნებში. ან გაგრიყავთ, ჟანგბადს გადაგიკეტავთ და სანქცირებით დაგახრჩობთ. არსებითად, ჩვენ დღეს ისტორიული გამოწვევების წინაშე ვდგავართ", — ამბობს გიორგაძე.
იგორ გიორგაძე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იყო 1993-1995 წლებში, 1995 წლიდან ბრალდებულია ტერორიზმში. 1995–2016 წლებში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ. ის ამჟამად, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები