ნიკოლას მადურო: მე უდანაშაულო ვარ, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ
ფოტო: The Guardian
ამერიკის შეერტებული შტატების მიერ დაკავებული ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ნიუ იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
"მე უდანაშაულო ვარ. მე არ ვარ დამნაშავე. მე წესიერი ადამიანი ვარ. მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ," — თქვა 63 წლის მადურომ თარჯიმნის დახმარებით, სანამ მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ალვინ ჰელერშტაინი სიტყვას არ გააწყვეტინებდა.
მადუროს მეუღლემ, სილია ფლორესმაც უდანაშაულოდ ცნო თავი. სასამართლოს მომდევნო სხდომა 17 მარტს ჩაინიშნა.
ნახევარსაათიანი მოსმენის წინ სასამართლოს შენობის გარეთ ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა — როგორც მადუროს მხარდამჭერები, ისე მისი მოწინააღმდეგეები.
რამდენიმე საათის შემდეგ, კარაკასში, მადუროს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დაამტკიცეს. მან მადუროს მიმართ მხარდაჭერის სიტყვები წარმოთქვა, თუმცა არ გაუკეთებია მინიშნება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების ნაბიჯს შეეწინააღმდეგებოდა.
ცნობისთვის, მადუროს ბრალად ედება კოკაინის ტრეფიკინგის ქსელის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალადობრივ ჯგუფებთან, მათ შორის მექსიკის სინალოას და ზეტას კარტელებთან, კოლუმბიის FARC-ის მეამბოხეებთან და ვენესუელის კრიმინალურ დაჯგუფება "ტრენ დე არაგუასთან" თანამშრომლობდა.
მას ოთხი სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული: ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, ასევე ავტომატური იარაღისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობა.
მადურო წლებია უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი ვენესუელის მდიდარი ნავთობის რესურსების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული იმპერიალისტური გეგმების საფარია.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით აშშ-ში გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა კარაკასზე "მასშტაბური დარტყმები" განახორციელა.
- დონალდ ტრამპი: კოლუმბიას ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც უყვარს კოკაინის წარმოება და მისი აშშ-ში გაყიდვა, მაგრამ ის ამას დიდხანს ვერ გააგრძელებს
- შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ
- შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა
- მარკო რუბიო: აშშ ვენესუელასთან ომში არ არის, ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციებს ეომება
- ტრამპი დელსი როდრიგესს აფრთხილებს, "თუ სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ, მადუროზე დიდსაც".
- "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლას მადუროს დაკავებას ეხმაურება
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები