Avatar: Fire and Ash-ის შემოსავალმა 1 მილიარდს გადააჭარბა
ფოტო: Scott Garfitt / AP
Avatar: Fire and Ash სალაროებში ზედიზედ მესამე კვირაა პირველ ადგილზეა, და ჰოლივუდი იმედოვნებს, რომ 2025 წლის იმედგაცრუების შემდეგ, ეს წელი ბლოკბასტერებით სავსე სეზონი იქნება.
გამოსვლიდან სამ კვირაში Fire and Ash-ის შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით $1 მილიარდს გადააჭარბა. ჯეიმს კამერონის პანდორას ეპოსის მესამე ნაწილმა აშშ-ის კინოთეატრებში მესამე შაბათ-კვირას $40 მილიონი შეაგროვა.
Fire and Ash-ის მთავარი შემოსავალი საზღვარგარეთიდან მოდის: საერთაშორისო ბაზრებზე ამ დროისთვის $777.1 მილიონი აქვს მიღებული. The Walt Disney Co.-მ კვირას $1 მილიარდის ნიშნულის გადალახვა "ჯეიმს კამერონის ინოვაციური ფრენჩაიზის კიდევ ერთი მონუმენტური მიღწევის დამამტკიცებლად" შეაფასა.
მსოფლიო შემოსავლებით ყველა დროის ტოპ სამეული ასე გამოიყურება: Avatar (2009) — დაახლოებით $2.92 მილიარდი; Avengers: Endgame (2019) — დაახლოებით $2.79 მილიარდი; Avatar: The Way of Water (2022) — დაახლოებით $2.34 მილიარდი.
თუმცა დღესასწაულების პერიოდში ყველაფერი მხოლოდ შაბათ-კვირის ბილეთების გაყიდვაზე არ იყო დამოკიდებული. მთელი კვირა მომგებიანი აღმოჩნდა ჰოლივუდისთვის, რადგან სკოლების უმეტესობა კვლავ დახურული იყო. რა ამოძრავებდა გაყიდვებს ავატარის გარდა? სიდნი სუინი, ტიმოთი შალამე და Zootopia 2.
დღესასწაულების პერიოდში კინოთეატრებში ყველაზე სტაბილური წარმატება ჯერ კიდევ ნოემბერში გამოსულ ფილმს ჰქონდა — Disney-ის Zootopia 2-მა შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა. ფილმი მეორე ადგილზე გავიდა $19 მილიონით და წინა შაბათ-კვირასთან შედარებით მხოლოდ 4%-ით შემცირდა.
ანიმაციურმა გაგრძელებამ ექვს კვირაში $1.59 მილიარდი დააგროვა. ეს Zootopia 2-ს Disney-ის ისტორიაში მეორე ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად აქცევს; მას მხოლოდ 2019 წლის ფოტორეალისტური The Lion King ($1.66 მილიარდი) უსწრებს.
ლაიონსგეიტისთვის დღესასწაულების სეზონის ჰიტად იქცა The Housemaid — მოულოდნელობებით სავსე თრილერი, რომელშიც სიდნი სუინი და ამანდა სეიფრიდი თამაშობენ. ფილმმა აშშ-ის შიდა ბაზარზე $75.7 მილიონი, ხოლო საერთაშორისო გაქირავებიდან $57.3 მილიონი დააგროვა,The Housemaid-ის ბიუჯეტი მხოლოდ $35 მილიონი იყო.
ამანდა სეიფრიდი და სიდნი სუინი Housemaid-ის პრემიერაზე ლოს-ანჯელესში
ფოტო: Jordan Strauss / AP
როგორც სუინის ვარსკვლავური ძალა ამოძრავებს The Housemaid-ს, ისე ამოძრავებს ტიმოთი შალამეს პოპულარობა Marty Supreme-ს. A24-ის რელიზმა მესამე შაბათ-კვირასაც კარგად შეინარჩუნა პოზიციები და დაახლოებით $12.6 მილიონი გამოიმუშავა. ფართო გაქირავებაში ორი კვირის შემდეგ, ჯოშ სეფდის ენერგიულმა მაგიდის ჩოგბურთის ისტორიამ აშშ-ში $56 მილიონს მიაღწია და რეჟისორის წინა ფილმს, Uncut Gems-ს ($50 მილიონი მსოფლიო მასშტაბით), გადაასწრო.
ჯოშ საფდი და ტიმოთი შალამე Palm Springs-ის ფილმების ფესტივალზე
ფოტო: Jordan Strauss / AP
Avatar: Fire and Ash-ისა და მცირე ჰიტების მრავალფეროვანი ნაკრების ფონზე ჰოლივუდმა 2026 წელი ძლიერად დაიწყო. Comscore-ის მონაცემებით, საერთო გაყიდვები 2025 წლის იმავე შაბათ-კვირასთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა.
კინოინდუსტრიისთვის 2025 წელი შედარებით მძიმე იყო, რადგან აშშ-ში კინოში სიარული კვლავ კლებას განიცდიდა. Comscore-ის მიხედვით, აშშ-სა და კანადაში 2025 წლის ბილეთების გაყიდვებმა $8.9 მილიარდი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტი, თუმცა პანდემიამდელ დონესთან შედარებით დაახლოებით 20%-ით ნაკლები. ეს მცირე გაუმჯობესება მოლოდინზე ნაკლები აღმოჩნდა და ნაწილობრივ ბილეთების ფასების ზრდამაც განაპირობა. რეალურად გაყიდული ბილეთების რაოდენობა 2024 წლის 800 მილიონზე მეტიდან 2025 წელს დაახლოებით 780 მილიონამდე შემცირდა.
ინდუსტრია ახლა პოტენციურად სეისმურ ცვლილებას ელოდება: Warner Bros., კინოთეატრებზე ერთ-ერთი ყველაზე ორიენტირებული სტუდია, ნეტფლიქსზე გაყიდვას დათანხმდა. $83 მილიარდიანი გარიგება რეგულატორისგან დამტკიცებას ელოდება.
ასევე ნახეთ: ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
მიუხედავად ამისა, სტუდიები ფრთხილად ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ 2026 შესაძლოა დეკადის საუკეთესო სალარო წლად იქცეს. წლის პრემიერების კალენდარი, რომელიც საკულტო ფრენჩაიზების ახალ ფილმებს მოიცავს, მათ შორის ახალი Toy Story, Avengers, Spider-Man, Super Mario Bros და Dune — შემობრუნების იმედს აჩენს.
ასევე ნახეთ: 26 ფილმი, რომელსაც 2026 წელს ვიხილავთ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები