ვასილ კაძელაშვილი

6 Jan. 2026, 16:30

"მინდა ყველა ქვეყნისთვის მებრძოლ და ღირსეულ ადამიანს მივულოცო ახალი წელი, უკანონო ტყვეობიდან. უპირველესად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ პატრიოტ და ჩვენი დედა-სამშობლოსთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, რომლებიც ბევრი წინააღმდეგობის, ძალადობის, გაზით მოწამვლისა და უსამართლობის წინააღმდეგ დღესაც იბრძვიან. განსაკუთრებით მინდა მივულოცო 2026 წელი TV პირველსა და ფორმულას თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრის ადვოკატებს, რომლებიც ჩვენ გვიცავენ და იბრძვიან დიდი უსამართლობის წინააღმდეგ.

მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროტესტში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ყველაზე ნათელი ვარსკვლავები და თქვენ უნდა იბრძოლოთ ბოლომდე, ეს ქვეყანა თქვენია და თქვენს ხელში უნდა განვითარდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი საქართველოს გათავისუფლების წელი იქნება მოღალატე მთავრობისგან და რუსეთის კლანჭებისგან. ეს პროტესტია ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეგიძლიათ გამოხატოთ ბრაზი და გულის ტკივილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ეს მთავრობა აკეთებს, თუ როგორ კლავს და ანადგურებს საქართველოს, მაგრამ სანამ თქვენ მანდ ხართ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

დიდება საქართველოს.

დიდება უკრაინას.

დიდება გმირებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…