შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

7 Jan. 2026, 14:21

"ის გამრუდებული იდეა ლიბერალიზმის, რომელიც წლების განმავლობაში თავს ეხვეოდა სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლდება. უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ეს, რომელმაც სრულად ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამითი მიეცა ყველას შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითია საქართველო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, თავდასხმა სიტყვიერი არათუ რაღაცნაირად დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან, ჩვენ ვხედავდით რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუვარდნენ და გამოლანძღეს, ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ევროპელ საელჩოს და ელჩის მხრიდან ფინანსდებოდნენ უხვად ევროპის მხრიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს.


ამას მიუთითებს ზუსტად პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს.


ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ "ენჯეოებს", არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…